ძაღლის ჯიშები, ადამიანის ხასიათის მიხედვით
ძაღლის ჯიშები, ადამიანის ხასიათის მიხედვით
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ რომელიმე, კონკრეტული ჯიშის ძაღლის ან კატის მოყვარულ ადამიანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს. თუ თქვენ განსაკუთრებულად მოგწონთ რომელიმე ჯიშის ძაღლი, ეს თქვენი ხასიათის გარკვეულ თავისებურებებზე მეტყველებს.

კვლევაში 2 000-ზე მეტმა ბრიტანელმა ძაღლის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. ფსიქოლოგებმა შემდეგი დასკვნა გააკეთეს: 

ადამიანები, რომლებსაც იორკშირული ტერიერი მოსწონთ, თავს ყველაზე "ბედნიერ ადამიანებად" თვლიან. მათ ძალიან მსუბუქი ხასიათი აქვთ და დიდი სამეგობრო წრე ჰყავთ.

ოქროსფერი რეტრივერის მფლობელები მეტად განათლებულ და ერუდირებულ ადამიანებად ითვლებიან. ისინი სულ იმის ცდაში არიან, რომ რაიმე ახალი გაიგონ და ისწავლონ.

ჩიხუახუას
მოყვარულები დიდ დროს ატარებენ თავიანთ ოთხფეხა ბინადრებთან, თავიანთი ძაღლი, შეძლებისდაგვარად, ყველგან დაჰყავთ. ასეთი ადამიანები დიდ
ყურადღებას ჩაცმულობას აქცევენ და ექსტრავაგანტულობით გამოირჩევიან.

კოკერ სპანიელის მოყვარული ადამიანი გამოირჩევა კომუნიკაბელურებით. იგი ძალიან მეგობრული, მიმზიდველი და რომანტიკული ბუნების არის.

დალმატინელის მფლობელები ზედმეტად ათამამებენ თავიანთ შინაურ ბინადრებს. ისინი არ იშურებენ ძალასა და შესაძლებლობას, რათა ცხოველმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ამ ჯიშის მოყვარულებს სხვა ადამიანებთან შედარებით, მეტად იზიდავს სპორტული მანქანები.

ფრანგული ბულდოგის მოყვარული ადამიანები ძალიან თავდაჯერებულები არიან. ისინი შედარებით იოლად ახერხებენ თავის დაძვრენას რთული სიტუაციიდან.

ლაბრადორის მოყვარულებს მოსწონთ მარტოობა, თავს არიდებენ ხმაურიან ადგილებსა და წვეულებებს. ისინი ძალიან მეგობრულები და ერთგულები არიან.

მოფსის ჯიშის ძაღლს უმეტესად მშვიდი ბუნების ადამიანები ირჩევენ.

ზოგადმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც მინიატურული ძაღლის ჯიშები მოსწონთ, ისეთები როგორიც არის, მაგ: ჩიხუახუა, გამოირჩევიან გულახდილობით და იოლად ითვისებენ სიახლეებს.

ხოლო ის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მეგობრული და მხიარული ხასიათის ძაღლს, მაგალითად ლაბრადორს, სასიამოვნო მოსაუბრე და მშვიდი ბუნების პიროვნებაა.

ემოციურ ადამიანებს ბიგლის ჯიშის ძაღლი, ან ავღანური მწევარი იზიდავთ.

lika
ჰასკი დაგგავიწყდატ?
SALO
პუდელზე არაფერი არ წერია :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?