კოკერ სპანიელი
კოკერ სპანიელი
ეს ჭკვი­ა­ნი და გუ­ლის­ხმი­ე­რი, ძალ­ზე მე­გობ­რუ­ლი და მომ­ხიბ­ლა­ვი ძაღ­ლი უფ­რო მომ­ცრო ტა­ნი­სა­ა, ვიდ­რე მი­სი ინ­გლი­სუ­რი მო­ნა­თე­სა­ვე ფორ­მა, და ხა­ლი­სი­ა­ნი, რო­გორც ყვე­ლა სპა­ნი­ე­ლი . ზოგ პატ­რონს ურ­ჩევ­ნი­ა, მის სპა­ნი­ელს გრძე­ლი ბეწ­ვი ჰქონ­დეს, ამი­ტომ ყო­ველ­დღე ვარ­ცხნის და ხში­რად ჰბანს, ზო­გი კი სა­შუ­ა­ლო ზო­მამ­დე უტო­ვებს. ძაღლს რე­გუ­ლა­რუ­ლი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, რო­გო­რი სიგ­რძის ბეწ­ვიც უნ­და ჰქონ­დეს. ჯაგ­რი­სით ვარ­ცხნი­სას ფრთხი­ლად იყა­ვით, რომ აბ­რე­შუ­მი­ვით ბეწ­ვი არ და­უ­ზი­ა­ნოთ. ამ ძაღ­ლებს დი­დი გამ­ძლე­ო­ბა აქვთ და ბევ­რი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბათ. გა­სე­ირ­ნე­ბი­სას მო­ა­რი­დეთ ბუჩ­ქნარს, ბეწ­ვი რომ არ და­უ­ზი­ან­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა არ სჭირ­დე­ბათ.
კო­კერ სპა­ნი­ე­ლებს ახა­სი­ა­თებთ ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, კა­ნის, გუ­ლი­სა და ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე თვა­ლის ისე­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი,
რო­გო­რებიცაა გლა­უ­კო­მა და პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფი­ა.

ად­ვი­ლი ასახ­სნე­ლი­ა, ეს მბზი­ნავ­ბეწ­ვი­ა­ნი, დიდ­თვა­ლე­ბა და ყურპარტყუნა კო­კერ­ სპა­ნი­ე­ლი რა­ტომ ინარ­ჩუ­ნებს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯი­შის სა­ხელს.


ის­ტო­რია

კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლი, რო­გორც ჯი­ში, აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნა XIX სა­უ­კუ­ნე­ში. იგი გა­მო­იყ­ვა­ნეს უფ­რო დი­დი ლენ­დ-სპა­ნი­ე­ლის­გან, რო­მე­ლიც ბო­ლოს სპრინ­გერ­-სპა­ნი­ე­ლი გახ­და. ინ­გლი­სურ თო­ი-­სპა­ნი­ელ­თან (იხ. გვ. 19) შეჯ­ვა­რე­ბებ­მა ასე­ვე გავ­ლე­ნა იქო­ნია მის გე­ნე­ა­ლო­გი­ა­ზე. სა­ხე­ლი ეწო­და ნა­დი­რო­ბის ობი­ექ­ტების მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ციუ­ლად არი­ან ვალ­დშნე­პი, შოტ­ლან­დი­უ­რი გნო­ლი და ცი­ცა­რი. კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო მა­თი გა­მო­დევ­ნა ქვე-ტყ­ი­დან, რო­გორც იქ­ცე­ვა რეტ­რი­ვე­რი. ინ­გლი­სუ­რი და ამე­რი­კუ­ლი კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლე­ბის, რო­გორც ჯი­შე­ბის, გა­ყო­ფა და­იწყო 1930-ი­ან წლებ­ში. აშ­შ-ში სა­გა­მო­ფე­ნო კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლის ტი­პი უფ­რო პა­ტა­რა ზო­მის და ხშირ­ბეწ­ვი­ა­ნი­ა; მი­სი დრუნ­ჩი შე­და­რე­ბით მოკ­ლეა და თხე­მიც უფ­რო მომ­რგვა­ლო აქვს. ამე­რი­კუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ ჯი­შე­ბად გა­ყო­ფა 1946 წელს ფორ­მა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა AKC-მ.

დღეს არ­სე­ბობს კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლის ორი ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯი­ში, რომ­ლებ­ზე დაკვირვებითაც ცხა­დად ჩანს, რომ მა­თი წი­ნაპ­რე­ბი მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი იყ­ვნენ. ინ­გლი­სუ­რი კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა­ა, ამე­რი­კუ­ლი კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლი კი ახა­ლი ჯი­ში­ა, რო­მე­ლიც ახ­ლა ხში­რად გვხვდე­ბა აშშ-ის საზღ­ვრებს გა­რეთ.


არ­ჩე­ვა­ნი

ორი ჯი­ში, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­ულს მათ სამ­შობ­ლო­ში უბ­რა­ლოდ კო­კერ­-სპა­ნი­ელს უწო­დე­ბენ, ტემ­პე­რა­მენ­ტით თით­ქმის არ გან­სხვავ­დე­ბი­ან. თუმ­ცა პა­ტა­რა ამე­რი­კუ­ლი კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლის მოვ­ლა უფ­რო რთუ­ლია გრძე­ლი ბეწ­ვის გა­მო. კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლებს ნი­ჭი­ე­რე­ბა­სა და სიმ­კვირ­ცხლე­ში სხვა ჯიშ­თა­გან ცო­ტა თუ შე­ედ­რე­ბა. მათ სჭირ­დე­ბათ ბევ­რი ვარ­ჯი­ში, რომ სახ­ლში ყოფ­ნა არ მო­ჰბეზ­რდეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­თი ბეწ­ვის სა­თა­ნა­დო მოვ­ლაც.

Zooclub

ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი და დახ­ვე­წი­ლი, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დით, და­კუნ­თუ­ლი კის­რითა და ძლი­ე­რი ზურ­გით.

კუ­დი
წაჭ­რი­ლი. მოძ­რა­ო­ბი­სას მხი­ა­რუ­ლად აქი­ცი­ნებს.

ცხვი­რი
ყა­ვის­ფე­რი, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან შა­ვი, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნეს­ტო­ე­ბით.

თვა­ლე­ბი

ნუ­ში­სე­ბუ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი.

ყურები
გრძე­ლი, კაზ­მუ­ლი ბეწ­ვით დაფ­არუ­ლი ყუ­რე­ბი დასმულია თვა­ლების ქვე­და ქუ­თუ­თოების
პა­რა­ლე­ლუ­რად.

სა­ხე

ფარ­თო და დი­დი, კუთხ­ო­ვა­ნი ყბებით, ჭკვი­ა­ნი, ფხი­ზე­ლი და მშვიდი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ბეწ­ვი

წმინდა, აბ­რე­შუ­მისებრი, შა­ვი, ღია ყა­ვის­ფე­რი შავ­ში შე­რე­უ­ლი, სოლიდი (ერ­თფე­რი), ჭრე­ლი,  ტრიკოლორი (სამ­ფე­რი) და ჩა­ლის­ფე­რი.
შე­ფე­რი­ლო­ბა იც­ვლე­ბა მკრთა­ლი ღია კრე­მის­ფ­რი­დან შა­ვამ­დე, ხში­რია თეთ­რი უბ­ნე­ბი ან მოყ­ვი­თა­ლო-­ყა­ვის­ფე­რი წინ­წკლე­ბი.

ფე­ხე­ბი

სწორი, ძვალმსხვილი, დაკუნ-თული წი­ნა და უკა­ნა ფე­ხე­ბი ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რი­ა.
ძლი­ე­რი უკა­ნა კი­დუ­რე­ბის წყა­ლო­ბით სპა­ნი­ე­ლი კარ­გად დარ­ბის.

მონაცემები:
წარმოშობა _ ინგლისი
მთ. დანიშნულება _ ტყის ქათამზე ნადირობა
ტემპერამენტი _ ხალისიანი, მეგობრული
12-15 წელი
მოვლა _ ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში _ რეგულარული, ზომიერი

ხვადი
33-41 სმ
11-16 კგ
ძუ
30-38 სმ
9-14 კგ

კო­კერ სპა­ნი­ე­ლი მო­ითხ­ოვს ყუ­რად-ღ­ე­ბას და იმა­ზე მე­ტად არა­ფე­რი მოს­წონს, ვიდ­რე პატრონის ოჯახ­თან, თავის ლეკ­ვებ­თან და, სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ცო­ტა­თი "დაბ­ნე­უ­ლი" რე­პუ­ტა­ცი­ის ამ ძაღ­ლებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­ში.

რჩევა:
კარ­გად ეგუ­ე­ბა ქა­ლა­ქის პი­რო­ბებს, მაგ­რამ სჭირ­დე­ბა სივ­რცე, სა­დაც ირ­ბენს ან იხე­ტი­ა­ლებს.
ზო­გი­ერ­თმა შე­იძლება უმიზე-ზოდ გამოხატოს აგრესია.

Zooclub

კარ­გად ეგუ­ე­ბა ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბას
ძალ­ზე მე­გობ­რუ­ლია
ბრძა­ნე­ბებს ხა­ლი­სით სწავ­ლობს
მო­სიყ­ვა­რუ­ლეა
სჭირ­დე­ბა კარ­გი მოვ­ლა
აქ­ტი­უ­რია
ხა­ლი­სი­ა­ნი, მკვირ­ცხლი და ენერ­გი­უ­ლია;
უყ­ვარს გა­რე­მოს შეს­წავ­ლა და თა­მა­ში   .
პა­ტა­რა ზო­მის წყა­ლო­ბით კარ­გად ეგუ­ე­ბა სახლს;
მოს­წონს გა­რეთ სირ­ბი­ლი და იქა­უ­რო­ბის შეს­წავ­ლა.
გო­ნი­ე­რი ჯი­ში­ა, რაც მის გაწ­ვრთნას აად­ვი­ლებს – ცდი­ლობს, რომ გა­სი­ა­მოვ­ნოთ!    
ამე­რი­კუ­ლი კო­კერ­-სპა­ნი­ე­ლის ბეწვს მე­ტი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ინ­გლი­სურისას.   
ბეწვს მო­უ­ა­რეთ ყო­ველ­ დღე და მო­ა­შო­რეთ სე­ირ­ნო­ბის დროს მიკ­რუ­ლი ბალახი, გამ­ხმა­რი ფოთ­ლე­ბი და სხვა.

თვა­ლი­სა და ყუ­რის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ემარ­თე­ბა ამერ­იკულ ჯიშს;
ერ­თფე­რო­ვა­ნი ინ­გლი­სუ­რი კო­კე­რე­ბის ზო­გი­ერ­თი ხა­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სი­ა­ვის სინ­დრო­მი, რაც აგ­რე­სი­ის უე­ცარ აფეთ­ქე­ბა­ში ვლინ­დე­ბა.

ჯი­ში შე­ი­ძი­ნეთ მხო­ლოდ სან­დო მომ­შე­ნებ­ლის­გან.
ავარ­ჯი­შეთ ყო­ველ­დღე, მი­ე­ცით ეზო­ში თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა და ყუ­რადღ­ე­ბა მი­აქ­ცი­ეთ,  რომ ვარ­ჯი­შის დროს ძა­ლი­ან არ აღეგ­ზნოს.









qeti-s
ქეთი შეჯვარება პრობლემა არ არის, მაგრამ მეტისი ლეკვები დაიბადება, ანუ არა სუფთა ჯიში, ამიტომ ჯობია იგივე ჯიშის ძაღლთან შეაჯვარო, მითუმეტეს ბოლო დროს ყველა ითხოვს მშობლის ნუსხას (ანუ რამდენად სუფთა ჯიშია) და თუ ლეკვების გაყიდვას გეგმავთ გაგიჭირდებათ
ქეთი
ამერიკული და ინგლისური კოკერსპანიელიი მყავს , მათი შეჯვარება თუ არის დაშებული და როგორი ჯიში იქნება საბოლოოდ მათი ლეკვები თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ ? მადლობა წინასწარ
მაია
მე მყავს ინგლისური კოკერსპანიელი. ენერგიულიცაა, მოსიყვარულეც, მაგრამ ხან აგრესიულიც. სტატიაშიც ასევეა დახასიათებული. არის რამე მეთოდი ამ სიავეს რომ ეშველოს? ბავშვიც მყავს სახლში და უფრო იმაზე მეშინია რამე არვ დაუშავოს
levani
მე მყავს ინგლისური სპანიელი ოჯახის პირობებში გაზრდილი ეზოც დიდი მაქვს მაგრამ ისეთი ზარმაცია მდივანზე წოლის მეტი არაფერი უნდა :დ მოსიყვარულე და ერტგული კი არის ნამდვილად
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?