ხდკ

1. როგორ დავრეგისტრირდეთ?

ვებ გვერდის სრულყოფილად სარგებლობისათვის, საჭიროა საიტზე რეგისტრაცია. მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია" და შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი.

"სახელი" და "გვარი" - მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.

ელ.ფოსტა - ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი აქტიური ელ. ფოსტა

"პაროლი" - ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი სიმბოლოების კომბინაცია (შესაძლებელია, გამოიყენოთ ლათინური/ქართული ანბანის ასოები, რიცხვები, სასვენი ნიშნები).

ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდეგ, გაეცანით საიტის წესებს და მონიშნეთ ღილაკი "ვეთანხმები საიტის წესებს და მომსახურების პირობებს", დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია".

ასევე შეგიძლიათ ავტორიზაცია გაიაროთ Facebook პროფილის

საშუალებით, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით.

2. როგორ მოვძებნო სასურველი პროდუქტი?

სასურველი პროდუქტის ვებ გვერდზე მოძებნა შესაძლებელია
ნებისმიერი საძიებო სიტყვის გამოყენებით.

ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია ძებნის ველის მარცხენა ნაწილში კლავიატურის ნიშანზე ან KA/EN ღილაკის გამოყენებით.

ძიების ღილაკზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეესაბამება თქვენს საძიებო სიტყვებს. განცხადებების ჩამონათვალის მარჯვენა ზედა ნაწილში მოცემულია სორტირების ღილაკი, პროდუქციის სახელისა თუ ფასის მიხედვით დალაგებისთვის.

დეტალური ძებნის მიზნით, პროდუქციის ჩამონათვალის მარცხნივ იხილეთ კატეგორიის გრაფა, სადაც შეგიძლიათ, მიუთითოთ

საძიებო პროდუქციის სასურველი მახასიათებლები (მაგ: პროდუქტის ტიპი, ფასი, სასურველი ბრენდი და ა.შ.).

3. როგორ შევიძინო პროდუქტი?

სასურველი პროდუქტის შერჩევის შემდეგ დააჭირეთ "ყიდვა" ან "კალათაში დამატება" ღილაკებს.

"ყიდვა" ღილაკის დაჭერის შემთხვევაში, თქვენს გვერდზე გამოჩნდება შესაბამისი ფანჯარა.

"კალათაში დამატება" ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, თქვენ მიერ არჩეული პროდუქტი ავტომატურად დაემატება თქვენს ვირტუალურ კალათაში, რომელიც დეტალურად მარჯვენა ზედა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ.

4. როგორ შემიძლია zooclub.ge-ზე გადახდა?


ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი თანხით, ასევე VISA / MASTERCARD ბარათის საშუალებით.

5. როგორ მივიღო შეძენელი პროდუქტი?


პირველად შეძენის შემთხვევაში, საჭიროა თქვენი რეკვიზიტების შევსება მიტანის მისამართის დამატების ველში (შეავსეთ მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელ. ნომერი და მისამართი). განმეორებით შეძენისას, შეგიძლიათ, აირჩიოთ მანამდე დამატებული მისამართ(ებ)იდან ან, საჭიროების შემთხვევაში, დაამატოთ ისევ ახალი.

6. რა დროში და რა ფასად არის შესაძლებელი პროდუქტის მიღება?

16:00 საათამდე შეკვეთილი პროდუქტის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს.

16:00 საათის შემდეგ შეკვეთილი პროდუქტის მიწოდება ხდება მეორე დღეს.

ასევე შეგიძლიათ თავად მიუთითოთ კონკრეტული დრო, როდესაც გნებავთ პროდუქტის ადგილზე მიღება.

საკურიერო მომსახურების ღირებულება 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტის შეძენისას ფიქსირებული 3 ლარია.
30 ლარიდან უფასოა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?