სამეფო პითონი - ალბინოსი (500$)

ამ სახეობისთვის თეთრი შეფერილობა ძალიან იშვიათია. პითონის მაკეობა და კვერცხების დადება 9 თვის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, არაკომფორტულ პირობებში მდედრები საერთოდ კარგავენ განაყოფიერების უნარს. მიუხედავად ამისა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გველის სახეობაა, რომელიც კი შეიძლება გყავდეთ ტერარიუმში. მისი აყვანა რეკომენდირებულია გველების დამწყები მოყვარულებისთვისაც.
მწვანე ანაკონდა (1000$)

მწვანე ანაკონდა მიეკუთვნება მახრჩობელისებრთა ოჯახს და მისი ბინადრობის არეალი სამხრეთ ამერიკაა. ეს
თეთრი ვეფხვისებრი პითონი (1000$)

ეს პითონი ალბინოსი არაა. ამას მისი ცისფერი თვალებით მიხვდებით (ალბინოსებს წითელი თვალები აქვთ). მსგავსი შეფერილობა გენეტიკის "თამაშის" შედეგია, ამიტომ მომშენებლები თეთრ ვეფხვისებრ პითონებს ძვირად აფასებენ.
ბრილიანტისებრი პითონი (1500$)

ეს გველები სამხრეთ ავსტრალიაში ბინადრობენ. ბრილიანტის პითონს არ უყვარს ძლიერი სიცხე, შესაბამისად, მაღალი ტემპერატურის მოთხოვნა არ აქვთ ისე, როგორც მის მოძმეებს (სხვა სახეობის პითონებს). როგორც ამბობენ, გენეტიკურმა ცვლილებამ, რის შედეგადაც გველის ტყავზე არსებული უჩვეულო შეფერილობა წარმოიქმნა, მის ძვლებზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა, პასუხიმგებლობის მქონე მომშენებელი, რომელმაც თითოეული ბინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგად იცის, არასოდეს შემოგთავაზებთ ავადმყოფ ცხოველს.
მექსიკური წითელკუდა ინდიგო (Drymarchon) (2000$)

ინდიგო გველი, რომელიც მექსიკაში ბინადრობს, შესაძლოა, 2 მეტრამდე სიგრძის გაიზარდოს, თუმცა, ის საშიში არაა, რადგან საკმაოდ მშვიდი ქვეწარმავალია. წითელკუდა ინდიგო გამოირჩევა მუცელზე ღია-თეთრი ზოლებით. ზოგიერთმა მომშენებელმა ექსპერიმენტებსაც მიმართა, რათა ეს ზოლები უფრო ნათელი და მრავალფეროვანი ყოფილიყო.
ბადისებრი პითონი (Python reticulatus) (3000$)

ბადისებრი პითონი ხელოვნურად გამოყვანილი სახეობაა, ამიტომ ბუნებაში მას ვერ შეხვდებით. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მისი ფასი მაღალია. სხვა მხრივ, ბადისებრი პითონი სრულიად კომფორტული ბინადარია თავისი პატრონისთვის: ის საკმაოდ არაპრეტენზიული და მეგობრული გველია.
სიმინდის გველი პალმეტო (4000$)

ეს სახეობა სხვადასხვა შეფერილობისაა - დაწყებული წითელიდან შავით დამთავრებული, თუმცა, ყველაზე იშვიათად ეს შეფერილობა გვხვდება - თეთრი ტონირებული, რთულად შესამჩნევი ღია ყავისფერით (იხ. ფოტო). მსგავსი შეფერილობა ძალიან იშვიათია, სწორედ ამიტომ მისი ფასიც მაღალია.
ზოლიანი სამეფო პითონი (5000$)

ზოლიანი სამეფო პითონის რამდენიმე შეფერილობა არსებობს და მათ შორის ყველაზე ძვირი 5 000$ ღირს. ეს ძალიან იშვიათი ფერია და სწორედ ამიტომ ფასობს. ზოლიანი სამეფო პითონი ხასიათითა და მოთხოვნილებით სხვა პითონებისგან არ გამოირჩევა.
ახალი გვინეური წყლის პითონი (7500$)

ეს სახეობა გვინეის ჯუნგლებში ბინადრობს. წყლის პითონის წიწილა ღია ნარინჯისფერი იბადება, ხოლო ზრდასთან ერთად შავდება. ეს ჯიში სიცოცხლის განმავლობაში გარეგნულად მკვეთრად იცვლება - ამის ნახვა არასოდეს მოგბეზრდებათ.
პლატინის პითონი (20000$)

ყველაზე იშვიათი და ერთ-ერთი ულამაზესი პითონის სახეობაა, ამიტომ მისი ფასიც შესაბამისია.