error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/76f58de804a3824b607555fd3c265a9c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ზაზუნა სახლში – როგორ მოვუაროთ მღრღნელს
ზაზუნა სახლში – როგორ მოვუაროთ მღრღნელს
ზაზუნას სახლში მოყვანამდე, წინასწარ მოემზადეთ და მოიმარაგეთ ყველა ის ნივთი, რომელიც მას დასჭირდება. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენი ოჯახის ახალმა ბინადარმა თავი კომფორტულად იგნრძნოს.

გალიის არჩევისას გაითვალიწინეთ, რომ თაგვი იოლად დაღრღნის ხეს ან მუყაოს ყუთს. მას შეუძლია ვიწრო ღრიჭოებშიც ადვილად გაძრომა, ამიტომ მისი ყოლა მეტად მოსახერხებელია, როგორც ლითონის გალიაში, ასევე ტერარიუმში (მას ზემოდან აფარებენ ბადეს).
Zooclub

უკეთესია თქვენს ახალ ბინადარს შეურჩიოთ დიდი სივრცე. ეს ცხოველები ძალიან აქტიურები არიან და სჭირდებათ ბევრი მოძრაობა.

მისი სახლის ფსკერზე მოათავსეთ ნახერხი ან შეუღებავი ქაღალდის
ნამცეცები.

გალიაში
დადეთ პატარა "სახლი" (ყუთი, ქილა, ქოთანი და ა.შ.). პატარა ჯამი, სადაც საკვებს დაუყრით და ყველაფერ იმას, რათიც შეიძლება, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გაერთოს. მაგ: სამალავი, თოკები, ბორბალი (სარბენად), კიბის მაგვარი საძრომიალო და სხვა.
Zooclub

გალია მოათავსეთ გამათბობლიდან და ღია ფანჯრიდან მოშორებით.

თითქმის ყოველდღე წმინდეთ მისი "სახლი" ნაგვისა და საკვების ნარჩენებისგან.

საკვების მიმართ ისინი არაპრეტენზიულები არიან, დიდი საიმოვნებით მიირთმევენ ბურღულეულს: შვრიას, ფეტვს, ხორბალს, ბურბუშელასა და ქერსაც კი.
იშვიათად შეგიძლიათ მზესუმზირაც აჭამოთ.

ძალიან მოსწონს - ხაჭო, ყველი, მოხარშული კვერცხის ცილა. აჭამეთ, ასევე პური, ბოსტნეული, ხილი.

პერიოდულად საჭიროა საკვებთან ერთად მისცეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები.

ზოომაღაზიებში იყიდება მათთვის განკუთვნილი სპეციალური "კორმი".

ყოველთვის სავსე გქონდეთ მისი ჯამი საკვებით.

თქვენი პატარა ბინადარი თავიდანვე შეაჩვიეთ თქვენს ხელზე ყოფნას, მაგრამ ძალიან ფრთხილად აიყვანეთ ხელში, რადგან მათ სუსტი ძვლები აქვთ. დროთა განმავლობაში ის თავად ამოგაცოცდებათ ხელზე. ზაზუნა სულ მალე გიცნობთ სუნით და სახელის დაძახებაზეც კი მოახდენს რეაგიერებას.

ეს პატარა არსება, ძალიან უპრეტენზიო და მარტივი მოსავლელია.

საბა
დღეს მოვიყვანე ზაზუნა და 1 წლამდეა. როგორ მივიჩვიო ჩემს თავს ძალიან მოწყენილია და სულ გაქცევაზე ფიქრობს თავის სარბენ სათამაშოს კი საერთოდ არ ეკარება
სოფო
წუხელ ჩემი ზაზუნა ძალიან აქტიური იყო, ლამის გალია გაღრღნა, მაგრამ მიყუჩდა გამთენიისას. დილით მეგონა ეძინა და სულ რაღაც 20 წუთია რომ უფრო დაკვირვების ფონზე შევამჩნიეთ, რომ არ სუნთქავდა. ამოვიყვანე, გულის მასაჟი გავუკეთე, ჩამიხუტე და გავათბე, ეხლა გულისცემაც აღუდგა და სუნთქავს, თუმცა ვერ ვაფხიზლებ, რა გავაკეთო? დავიჯერო ასე მკვდარივით სძინავს?
თემუკა
მაინტერესებს ზაზუნების გამრავლების შესახებ.
ანა
მაინტერესებს როცა გალია უნდა დავასუფთაო სად გადავიყვანო ზაზუნა? და კიდევ რამდენიმე დღის წინ მიკმინა დავიბანე საპნით მაგრამ რამე ხმარ დამემართება?
ნიკოლოზ
იცით რა მაინტერესებს ჩემს ზაზუნას გაუსკდა თუ რაღაცა მოუვუდა თვალზე ანუ ვერ ახელს ან გაუსკდა და რატომ მოხდა ეს ან შეიძლება გამოკეთდეს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?