ზაზუნა სახლში – როგორ მოვუაროთ მღრღნელს
ზაზუნა სახლში – როგორ მოვუაროთ მღრღნელს
ზაზუნას სახლში მოყვანამდე, წინასწარ მოემზადეთ და მოიმარაგეთ ყველა ის ნივთი, რომელიც მას დასჭირდება. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენი ოჯახის ახალმა ბინადარმა თავი კომფორტულად იგნრძნოს.

გალიის არჩევისას გაითვალიწინეთ, რომ თაგვი იოლად დაღრღნის ხეს ან მუყაოს ყუთს. მას შეუძლია ვიწრო ღრიჭოებშიც ადვილად გაძრომა, ამიტომ მისი ყოლა მეტად მოსახერხებელია, როგორც ლითონის გალიაში, ასევე ტერარიუმში (მას ზემოდან აფარებენ ბადეს).
Zooclub

უკეთესია თქვენს ახალ ბინადარს შეურჩიოთ დიდი სივრცე. ეს ცხოველები ძალიან აქტიურები არიან და სჭირდებათ ბევრი მოძრაობა.

მისი სახლის ფსკერზე მოათავსეთ ნახერხი ან შეუღებავი ქაღალდის
ნამცეცები.

გალიაში
დადეთ პატარა "სახლი" (ყუთი, ქილა, ქოთანი და ა.შ.). პატარა ჯამი, სადაც საკვებს დაუყრით და ყველაფერ იმას, რათიც შეიძლება, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გაერთოს. მაგ: სამალავი, თოკები, ბორბალი (სარბენად), კიბის მაგვარი საძრომიალო და სხვა.
Zooclub

გალია მოათავსეთ გამათბობლიდან და ღია ფანჯრიდან მოშორებით.

თითქმის ყოველდღე წმინდეთ მისი "სახლი" ნაგვისა და საკვების ნარჩენებისგან.

საკვების მიმართ ისინი არაპრეტენზიულები არიან, დიდი საიმოვნებით მიირთმევენ ბურღულეულს: შვრიას, ფეტვს, ხორბალს, ბურბუშელასა და ქერსაც კი.
იშვიათად შეგიძლიათ მზესუმზირაც აჭამოთ.

ძალიან მოსწონს - ხაჭო, ყველი, მოხარშული კვერცხის ცილა. აჭამეთ, ასევე პური, ბოსტნეული, ხილი.

პერიოდულად საჭიროა საკვებთან ერთად მისცეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები.

ზოომაღაზიებში იყიდება მათთვის განკუთვნილი სპეციალური "კორმი".

ყოველთვის სავსე გქონდეთ მისი ჯამი საკვებით.

თქვენი პატარა ბინადარი თავიდანვე შეაჩვიეთ თქვენს ხელზე ყოფნას, მაგრამ ძალიან ფრთხილად აიყვანეთ ხელში, რადგან მათ სუსტი ძვლები აქვთ. დროთა განმავლობაში ის თავად ამოგაცოცდებათ ხელზე. ზაზუნა სულ მალე გიცნობთ სუნით და სახელის დაძახებაზეც კი მოახდენს რეაგიერებას.

ეს პატარა არსება, ძალიან უპრეტენზიო და მარტივი მოსავლელია.

Tamari
ზაზუნა 5-6 წელში კვდება
moswavle
მაინტერესებს ნახერხი ხშირად უნდა გამოვცვალო გალიიდან????? ბასრი კლანჭები ხომ არ აქვს? ანუ ხომ არ გამკაწრავს??????
nini
ქეთის არ დაუჯეროთ ვეტერინარს რომ დავუჯერეთ ზუსტად მაგიტო მოკვდა ჩემი ზაზუნა :( ასე რომ გაარკვიეთ ჯერ ვეტერინარი რამდენად გამოცდილია
gvanca gulashvili
მაინტერესებს როცა უნდა დავასუფთავო ზაზუნების გალია სად და როგორ გადავიყვანო ისინი???
ქეთი
ყველას გირჩრვთ ვინც კომენტარი დაწერეთ ვეტერინართან წაიყვანეტ და ის მოგცემთ რცჰევას
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?