რთულად დასაჯერებელი ფაქტები ცხოველების შესახებ
რთულად დასაჯერებელი ფაქტები ცხოველების შესახებ
ეს ფაქტები შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყოველი მათგანი არაერთი ექსპერიმენტისა თუ კვლევის შედეგად დადგინდა. მაგალითად, ახალშობილ პანდას კუჭის მოქმედება არ ექნება, თუ დედამ მას მუცელი არ მოფხანა, ხოლო ბინტურონგის სიგიჟემდე უყვარს ტკბილი, მისი დანახვისას ეს ცხოველი პატარა ბავშვივით იქცევა...

უჩვეულო ფაქტები ცხოველების შესახებ, რომელთა დაჯერებაც რთულია:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პატარა პანდას დედის დახმარების გარეშე კუჭის მოქმედება ვერ ექნება.

Zooclub

სპილო თავისი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის კბილებს. ისევე როგორც ადამიანები იცვლიან ე.წ.  ს
არძევე კბილებს.

Zooclub

პატარა ზარმაცას სიცივის შედეგად კანკალი არ შეუძლია. ამ დროს შესაძლოა ეს ცხოველი მალე გაიყინოს, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს, ამიტომ ამ ზანტ ცხოველს
სიცივეში დამატებითი სითბო ესაჭიროება.

Zooclub

იქედნეს სუპერ უნარი გააჩნია - ის ელექტრო ველებს გამოსცემს, რაც მის სახეზე არსებული განსაკუთრებული რეცეპტორების დამსახურებაა. ეს უნარი აქვს მხოლოდ იქედნეს და იხვნისკარტას.

Zooclub

თუ თქვენი თევზი ახველებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყლის ბინადარი გაცივდა. ხველების მსგავსი მოქმედებით, ის ცდილობს გარეშე ნივთიერებების ლაყუჩებიდან მოშორებას.

Zooclub

ქუოკა საკვების მარაგს კუდში ინახავს. მას ასევე შეუძლია თავისი სურვილით გააჩინოს მეორე ნაშიერი შეჯვარების გარეშე.

Zooclub

ცოტამ თუ იცის, რომ სელაპის მუცლეზე არსებული ქონი, ამ ცხოველს წყლის ზედაპირზე გაჩერებაში ეხმარება და არ იძირება იმ დროსაც კი, თუ მას სძინავს.

Zooclub

ადრე ზრდასრული მაჩვზღარბაც კი ფუმფულა ბეწვს ატარებდა, მაგრამ ევოლუციამ მისი თივთვიკი ეკლებად აქცია და ეს ცხოველი ისეთი კბილებით დააჯილდოვა, რომ მას რკინის დაღრღნაც კი შეუძლია.

Zooclub

სპეციალისტები ბინტურონგის ზოგიერთ ქცევას ადამიანის ხასიათს ამსგავსებენ. მაგალითად, როდესაც ეს ცხოველი კარგ ხასიათზეა და თავს კომფორტულად გრძნობს, იცინის. ასევე, თუ ტკბილი სასუსნავი დაინახა, ბავშვივით გიჟდება, სანამ ბოლო ლუკმამდე არ დააგემოვნებს.

Zooclub

ლემურის სახეობა, აიე-იე ხეზე თითების კაკუნით ექოს ქმნის. ამგვარად ის ხვდება, თუ სად არის მწერის ლარვა, რითაც ის იკვებება.

Zooclub

მხოლოდ ვეშაპები არ არიან ცნობილნი, როგორც წყალქვეშა მომღერლები - წყლის ქვეშ ბეჰემოტიც "საუბრობს" და მღერის.

Zooclub
ქათმის ყივილმა შეიძლება ზამთრის ძილში მყოფი დათვიც კი გააღვიძოს, ამიტომ ეს ფრინველი, ხმიანობისას, კისერს წინ წევს, ხოლო თავს უკან, რათა საკუთარი ყივილით არ დაყრუვდეს.

Zooclub

ღამურა ფეხებით ჩამოკიდებული მშობიარობს, ხოლო შემდეგ ცდილობს ფრთებით თავისი ახალშობილი ნაშიერის დაჭერას, რათა ის ძირს არ დავარდეს.

Zooclub

ოპოსუმებს უამრავი კერტი აქვთ, ეს ნამდვილი გამოცანაა სპეციალისტებისთვის, რისი პასუხიც ამ ეტაპზე არ არსებობს.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?