ღამურების კლინიკა (+ფოტო)
ღამურების კლინიკა (+ფოტო)
თუ ფიქრობთ, რომ ღამურა საშინელი არსებაა, ის ვამპირია და ღამე ადამიანებს თავს ესხმის, თქვენ ნამდვილად ცდებით. ავსტრალიის ქალაქ ატერტონში გაიხსნა კლინიკა-თავშესაფარი, სადაც პატარა ღამურებზე ზრუნავენ. ღამურებს, სანამ დამოუკიდებლად არ შეძლებენ ცხოვრებას, სპეციალურად გადამზადებული პერსონალი პატრონობს. კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ღამურა ისეთივე საყვარელი და უმწეო არსებაა,როგორიც ჩვენი შინაური ბინადრები. 

ატერტონის კლინიკაში ბინადრობენ ის პატარა ღამურები, რომლებსაც დედა დაეღუპათ, ავად არიან, ან სულაც დედამ მიატოვათ და დამოუკიდებლად არ შეუძლიათ არსებობა. როდესაც ღამურა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, მომვლელები ხვდებიან, რომ მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება
და ისევ ველურ ბუნებაში აბრუნებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

საფრანგეთში ცხოველებისთვის მოდური ბუტიკი
გაიხსნა


იტალიაში ძაღლების პლაჟი გაიხსნა

ძაღლების სასწრაფო დახმარება ვენეციაში
გალერეა
manana-sh
ყველა სულიერი არსება საჭიროებს ადამიანისგან მზრუნველობას.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?