მეცნიერებისთვის, რომლებიც ცხოველებზე გლობალური დათბობის ზემოქმედებას შეისწავლიან, ეს სურათი მტკიცებულებაა, თუ რამდენად კატასტროფული შედეგების მომასწავლებელია კლიმატური ცვლილებები.
ფოტოგრაფი, რომელმაც ეს ფოტო ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა, ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით დაეხმარებოდა საცოდავ ცხოველს:
"უდავოა, პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, მისი დახმარება იყო, მაგრამ მე თან არ დამაქვს არც ტრანკვილიზატორი და არც 180 კგ. სელაპის
თეთრი დათვი - ხმელეთის რიგით მეორე ყველაზე დიდი მტაცებელი დედამიწაზე. ის აშშ-ს, კანადის, რუსეთის, დანიისა და ნორვეგიის პოლარულ რეგიონებში ბინადრობს.
მსოფლიოში თეთრი დათვების რაოდენობა 20 000-დან 25 000-მდეა.
ამ მტაცებელმა დიდი ხანია, საკუთარ თავზე გამოცადა კლიმატური ცვლილებების ნეგატიური შედეგები, რადგან ის მხოლოდ არქტიკულ რეგიონებში ბინადრობს და სელაპის ხორცით იკვებება. როგორც ცნობილია, ზაფხულში თეთრ დათვს თვეები შეუძლია საკვების გარეშე გაატაროს და დაელოდოს, თუ როდის დაიფარება თოვლით ყინულები, რათა ნადირობა დაიწყოს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდი, ჯერ კიდევ 2002 წელს აცხადებდა, რომ კლიმატის ცვლილებები თეთრი დათვების გადაშენებას ხელს შეუწყობს. ფონდის წარმომადგენლების თქმით, ამ მტაცებლებმა ყინულიდან მიწაზე ადრეულად დაიწყეს გადასვლა და მიწაზე რჩებიან ჩვეულზე გაცილებით დიდხანს, ამიტომ წლის ბოლოს თეთრი დათვების უმეტესობა დამშეული და გამოფიტულია.
გასული 18 წლის განმავლობაში თეთრი დათვების სანადირო არეალი საგრძნობლად შემცირდა. არქტიკულ ყინულზე დაკვირვებისას, ყოველ წელს, მისი სისქე რეკორდულად იკლებს.
ყინულის დნობამ საფრთხე შეუქმნა თეთრი დათვების პოპულაციას. ცხოველები იძულებულნი არიან, სელაპზე ნადირობას გაცილებით მეტი დრო დაუთმონ.
"ბოლო ათი წლის განმავლობაში, ვაკვირდებით, თუ რამდენად ხშირად კვდებიან თეთრი დათვები, როგორ მდგომარეობაში არიან ისინი და როგორ მცირდება მათი რაოდენობა", - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკოლოგი ენტონი პაგონო.

თეთრი დათვი საკვებს ყინულის ზედაპირზე მოიპოვებს. თეთრი ბეწვი მას შენიღბვის საშუალებას აძლევს - თოვლის ფონზე ნადირობა მისთვის გაცილებით მარტივია, ხოლო მიწაზე სელაპი მტაცებელს მარტივად ამჩნევს. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ნადირობა წარუმატებელია.
ზოგიერთი ეკოლოგი მიიჩნევს, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში თეთრი დათვების რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდება.
ასევე იხილეთ:
ოდესმე გინახავთ ციცინათელა? თუ კი, თქვენ გაგიმართლათ, რადგან ეს მწერი მალე გადაშენდება
აფრიკული სპილოები 20 წლის შემდეგ სრულიად გადაშენდებიან, თუ შესაბამისი ორგანიზაციები სასწრაფოდ ზომებს არ მიიღებენ
მეცნიერების დასკვნით, 2070 წელს ცხოველთა სამყაროს მესამედი გადაშენდება