რა გავლენას ახდენს კატის შეფერილობა პატრონის ცხოვრებაზე
რა გავლენას ახდენს კატის შეფერილობა პატრონის ცხოვრებაზე
თუ გყავთ კატა, დააკვირდით მის შეფერილობას: ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ კატა უნიკალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია რამდენიმე სამყაროსთან დაკავშირება. გარდა ამისა, ის თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მისიით მოდის.

ეზოთერიკოსები განმარტავენ, თუ რა როლს ასრულებს კატა თქვენს ოჯახში - ეს კი დამოკიდებულია მის შეფერილობაზე, რადგან შინაური ცხოველის ბეწვის ფერი განსაზღვრავს მის ენერგიას.

თეთრი შეფერილობა

Zooclub

თეთრი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა. ასეთი შეფერილობის კატას სამკურნალო თვისებები გააჩნია.

შესაძლოა, თავადაც შეამჩნიეთ, რომ "ფიფქიას" თქვენს სხეულზე მოკალათება
და კრუტუნი ძალიან მოსწონს. ფიქრობთ, რომ ის ამგვარად ისვენებს? პირიქით! ის გკურნავთ და ახალი ენერგიით გავსებთ.

ქოლორფოინთი

Zooclub

ამ შეფერილობისთვის დამახასიათებელია გარდამავალი, ბაცი ფერები - ღია შეფერილობის სხეული,
ასევე, შედარებით მუქი თათები, კუდი, ცხვირ-პირი და ყურები. მსგავსი ფერის კატები პატრონის დღეგრძელობაზე ზრუნავენ, მაგრამ მათი უნარები აქ არ მთავრდება. თუ თქვენ გყავთ ქოლორფოინთის შეფერილობის კატა, საკმაოდ დიდი შანსები გაქვთ, თქვენს საქმეში მწვერვალებს მიაღწიოთ.

ზოლებიანი შეფერილობა

Zooclub

კატისთვის ყველაზე დამახასიათებელი შეფერილობა. ეზოთერიკოსების აზრით, მათ ყველაზე ძლიერი ენერგია აქვთ. ისინიც დაკავშირებულნი არიან სხვა სამყაროებთან. ეს ნიშნავს, რომ მისი პატრონი მუდმივად მიიღებს ინტუიციურ ნიშნებს, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.

ჟღალი შეფერილობა

Zooclub

ჟღალი ფერის კატა მზის ენერგიის მატარებელია. მას ოჯახში ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. თავად დარჩებით გაკვირვებული, როდესაც ყველა საქმეში გაგიმართლებთ, ხოლო ამის მიზეზი თქვენს მუხლებზე მოკალათებული კრუტუნა არსებაა.

ნაცრისფერი შეფერილობა

Zooclub

ნაცრისფერი კატა, სხვებთან შედარებით, მოკრძალებული და შეუმჩნეველია, მაგრამ მისი მისია შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაცრისფერ კატებს სახლში სიმშვიდე და სიმყუდროვე მოაქვთ. ის პატრონზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს.

თუ თქვენს სახლში ნაცრისფერი კატა ბინადრობს, ჰარმონია და სტაბილურობა გარანტირებული გაქვთ.

სამფერა კატა

Zooclub

ცნობილია, რომ სამფერა კატას ოჯახში ბედნიერება მოაქვს. ყველა უბედურება თქვენს სახლს გვერდს აუვლის, დაგეუფლებათ შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერება მოულოდნელად თავს დაგატყდებათ.

შავი შეფერილობა

Zooclub

ძველი დროიდან მოყოლებული, შავი კატა ითვლებოდა ჯადოქრების შეუცვლელ მეგზურად. თუ თქვენს სახლში შავი კატა დასახლდა, დარწმუნებულნი იყავით, რომ ძლიერი დაცვა მიიღეთ.

შავი კატა თქვენს სახლს ბოროტი სულებისგან, ავი თვალისა და წყევლისგან დაიცავს. ის გაგიზიარებთ თავის სიბრძნესა და გამჭრიახობას, ამიტომ თქვენ თავად ისწავლით, თუ როგორ უნდა აუაროთ გვერდი უსიამოვნებებს.

თუ ეზოთერიკოსებს დაუჯერებთ, ზემოთ მოყვანილი განმარტებებით, იდუმალი კატები, ადამიანზე დადებით გავლენას ახდენენ და პატრონის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. 

ასევე იხილეთ:

ფსიქოლოგების დასკვნით, კატების სიყვარული ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანია

სპეციალისტების დასკვნით, თუ პატრონი ნერვიულია, შესაძლოა, მისი კატაც ნერვიული იყოს

კატასთან ერთად გძინავთ? ეს უნდა იცოდეთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?