"ალფა-ხვადი": ჰყავთ თუ არა მგლების ხროვებს ლიდერები?
"ალფა-ხვადი": ჰყავთ თუ არა მგლების ხროვებს ლიდერები?
თეორია "ალფა-ხვადი" ძაღლების წვრთნის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა, თუმცა, ამ სიტყვას მხოლოდ წვრთნის დროს არ გამოიყენებენ, ის ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებულია, რამაც შესაძლოა, ეს მითი რეალობაში დაამკვიდრა.

მოსაზრება დაფუძნებულია თეორიაზე, რომ ყველა მგლის ხროვას ჰყავს "ალფა-ხვადი", რომელსაც სხვა მგლები ემორჩილებიან; დანიშნული ლიდერი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო სხვა მგლები მის კვალს მიჰყვებიან, რადგან ის ხროვის წრეს ქმნის.

უმეტესობა ჩვენგანს ამ თეორიის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მითია. და მართლაც, ერთ-ერთმა კვლევამ მსგავსი თვისებების მქონე ინდივიდის არსებობა დაადასტურა, რაც დროთა განმავლობაში გავრცელდა. მტაცებელი მგლების ხროვას შორის ალფას თვისებებს
ფლობდა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კვლევა ზოოპარკში - ტყვეობაში მყოფ მტაცებლებს შორის ჩატარდა.

ამ
თემასთან დაკავშირებით ყველა სხვა კვლევამ დაამტკიცა, რომ ველურ ბუნებაში მობინადრე მგლების ხროვაში ალფა ან უბრალოდ არჩეული ლიდერი არ არსებობს. ხროვის უმეტესობა უბრალოდ ოჯახია და არა ერთი ინდივიდი - ისინი გადაწყვეტილებებს ერთად (მშობლები) იღებენ. მეტიც, არასწორია მგლებზე ალფა-თეორიის ან სხვა ნებისმიერი თეორიის დაკავშირება, რადგან ამ მტაცებლების ხროვის სოციალური სტრუქტურა ცხოველთა სამყაროში უნიკალურია. 

მასალა მომზადებულია გამოცემა gizmodo.com- ის მიხედვით.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?