არ წაიღოთ ძაღლის საკვები შეკრების ადგილზე

ეს შესაძლოა თქვენთვის და თქვენი ოთხფეხა ბინადრისთვის კარგი იდეა იყოს - ერთის მხრივ, იმ სკვერში, სადაც სხვა ძაღლებიც იყრიან თავს, წაიღოთ ძაღლის საკვები, ავარჯიშოთ და სასუსნავითაც დააჯილდოოთ, ხოლო მეორე მხრივ,
არ დატოვოთ ძაღლი უყურადღებოდ

ძაღლების შეკრების ადგილი არ არის "დღის ცენტრი". არ შეიძლება დატოვოთ ძაღლი სხვა პატრონების იმედად და თქვენ გაერთოთ საუბრით ან სეირნობით. დაიმახსოვრეთ, თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რასაც თქვენი შინაური ცხოველი აკეთებს.
არ წაიყვანოთ ძაღლების შეკრების ადგილზე არავაქცინირებული ლეკვი

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ძაღლი ლეკვობიდან სოციალიზირებული იყოს, მაგრამ დაელოდეთ სანამ ბოლომდე დაამთავრებს ვაქცინაციის პროცედურებს. ეს არა მხოლოდ ლეკვის დაავადებებისგან დაცვისთვისაა აუცილებელი, არამედ - სხვა ძაღლების ჯანმრთელობისთვისაც.
არ მოეფეროთ ძაღლს, როცა ის სხვა ძაღლებთან თამაშობს

არ არის სასურველი უცხო ან საკუთარი ძაღლის მოფერება, თუ ის ძაღლების გარემოცვაშია. ამ შემთხვევისას ძაღლს უჭირს სხვა ძაღლებთან ინტეგრირება და ვერ აბალანსებს ადამიანებსა და ძაღლებს შორის ურთიერთობას. ამ დროს ის შესაძლოა გაღიზიანდეს.
ძაღლისთვის აუცილებელია ხროვასთან ყოფნა

ეს არ გეხებათ, თუ თქვენს ძაღლს პარკში წვრთნით ან საბმელის გარეშე ვერ უშვებთ, მაგრამ თუ ძაღლს სასეირნოდ იმ ადგილზე გაიყვანთ, სადაც სხვა შინაური ბინადრებიც იკრიბებიან, ის აუცილებლად უნდა შეურთდეს ხროვას. თუ ცხოველი გარიყულია სხვა ძაღლებისგან, ე.ი. ის მზად არ არის სხვა შინაურ ცხოველებთან სოციალიზაციისთვის, ამიტომ პირველ ეტაპზე გაარიდეთ მათ და სასეირნოდ შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ძაღლები ნაკლებად არიან, რათა ცხოველების ურთიერთაგრესიასა და ჩხუბს აარიდოთ თავი.
ასევე იხილეთ:
11 ფაქტი: რა არ მოსწონთ ძაღლებს ადამიანებისგან?
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სპეციფიური სუნით გამოირჩევიან
10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად ბედნიერია