სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ლეკვი, რომელიც ხილში ამოიგანგლა და თავი მოიმკვდარუნა (სახალისო ფოტოები)
სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ლეკვი, რომელიც ხილში ამოიგანგლა და თავი მოიმკვდარუნა (სახალისო ფოტოები)
ვიეტნამში მცხოვრები დიიეს ოჯახი შეშფოთდა, როდესაც თავისი საყვარელი კორგის ლეკვი, სახელად გოდი, ზურგზე უმოძრაოდ მწოლიარე და წითელ მასაში ამოვლებული იხილა. კორგის პატრონმა სოციალურ ქსელში გააზიარა, თუ როგორ შეაშინა ლეკვმა მთელი ოჯახი.

ოჯახში კორგის ჯიშის სამი ლეკვი - გოდი, კენდი და ენდი ცხოვრობს. ისინი ყოველთვის სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან.

ცხოველების პატრონს სახლის სიახლოვეს აქვს ოპტიკის მაღაზია, სადაც ძაღლები დიდ დროს ატარებენ.

Zooclub

გოდის ძალიან მოსწონს ზურგზე წოლა და ამას პატრონის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ფოტოებიც ადასტურებს.

Zooclub
და ლეკვი, რომელიც ხილში ამოიგანგლა და თავი მოიმკვდარუნა (სახალისო ფოტოები)" />

ერთ დღეს პატრონმა ოთხფეხა ბინადარი წითელ სითხეში ამოსვრილი მაღაზიის
იატაკზე უმოძრაოდ მწოლიარე დაინახა - "ამ დროს ყველაზე საშინელი რამ წარმოვიდგინე", - წერს ცხოველების პატრონი და პოსტს ფოტოებსაც ურთავს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია საშინელებათა ფილმის სცენას მოგაგონებდათ, პოლიციის გამოძახება საჭირო არ გახდა, რადგან "დამნაშავე" ადგილზე უმოძრაოდ იწვა.

Zooclub

აღმოჩნდა, რომ გოდიმ პიტაია დააგემოვნა და მთელი სხეული მისი წითელი წვენით დაისვარა, ხოლო შემდეგ "შემთხვევის" ადგილზე ჩაეძინა.

Zooclub

სასაცილო კორგის ფოტოები სოციალურ ქსელში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ფოტო მონტაჟის მოყვარულებიც კი შთააგონა და მისი სახალისო მემოც შექმნეს.

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ გოდიმ საზამთროც დააგემოვნა - შედეგი იგივე იყო, რაც პიტაიას შემთხვევაში.

Zooclub

პატარა ცხოველებმა, თავიანთი სასაცილო ქცევებით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავი შეაყვარეს.  პატრონის მიერ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული კორგების ყოველი ფოტო ვირუსულად ვრცელდება. ცხოველთა მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან კენდისა და გოდის ახალ, სახალისო თავგადასავლებს.

ასევე იხილეთ:

ბულდოგის ლეკვმა სამზარეულოდან "დრაკონის ხილი" მოიპარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?