ფოტოგრაფი მარიო გერტი 3 თვე ცხოვრობდა და აკვირდებოდა ძროხებისა და ადამიანების საოცარ ურთიერთობას.
მომთაბარე ტომი საჰელის რეგიონში, ნილოსის გასწვრივ, ჩლიქოსნებთან ერთად გადაადგილდება. მათი ძირითადი კვების რაციონი რძე და იოგურტია. ტომში ადამიანები და ძროხები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. მათ ერთად სძინავთ, იკვებებიან და ერთად სეირნობენ. ძროხები ამ ტომისთვის ყველაფერია - ვალუტა, საკვები და სიამაყე.

ამ ადამიანების ცხოვრება იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ჩლიქოსან ცხოველებთან, რომ ისინი ძროხის შარდით

ამ ძროხების გამორჩეული მახასიათებელი უზარმაზარი რქებია, რომლებიც უერთდება სისხლძარღვებს და სიცხის დროს თერმორეგულაციას ახდენს. სისხლი, რომლის ცირკულაციაც რქებში ხდება, სხეულში ბრუნდება და ტემპერატურას ამცირებს.
ისევე როგორც სხვა ჯიშის ძროხები, ეს სახეობაც XVII საუკუნეში გადაშენებული, პირველყოფილი ძროხების მონათესავეა.

ამ ტომის ჩაცმულობაც გამორჩეულია.

სახეზე შრამები მათი სიმბოლოა.

ფოტოგრაფმა ტომთან 3-თვიანი ცხოვრების შემდეგ, მართლაც რომ შთამბეჭდავი კადრები გადაიღო. ისინი უსიტყვოდ გადმოსცემენ ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წესს და მათ უჩვეულო დამოკიდებულებას ჩლიქოსანი არსებების მიმართ.




წყარო: dailymail.co.uk
ასევე იხილეთ:
მონღოლი მომთაბარეები - "არწივთან მონადირეები", რომელთა საიდუმლოც თაობებს გადაეცემათ
როგორ ცხოვრობს გადაშენების პირას მყოფი ირმების მომშენებელთა ტომი მონღოლეთში?
ამ ზღაპრულ კუნძულზე ადამიანებზე მეტი პონი ბინადრობს