მიწისძვრის დროს მიწამ 3 მეტრით აიწია და ძროხები ”კუნძულზე” აღმოჩნდნენ... (+ვიდეო)
მიწისძვრის დროს მიწამ 3 მეტრით აიწია და ძროხები ”კუნძულზე” აღმოჩნდნენ... (+ვიდეო)
ახალ ზელანდიაში ორი ძროხა და ბოჩოლა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მიწის პატარა ნაგლეჯზე შერჩნენ. ისინი გადაარჩინეს და ფერმაში დააბრუნეს.

მათი გადარჩენისთვის პატრონმა პატარა ორმო გათხარა, რისი მეშვეობითაც ძროხები თავისი "კუნძულიდან” ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ცხოველებს დიდიხანს მოუწიათ უჭმელ-უსმელს დგომა და ძალიან დაუძლურებულები იყვნენ.

ფერმერის სიტყვებით, ცხოველების გადარჩენა საოცრების ტოლფასია. მიწის ჩაშლა ზუსტად მისი ფერმის ტერიტორიაზე მოხდა და მის მფლობელობაში მყოფი მიწის ნაწილი 3 მეტრ სიმაღლეზე აიწია.

ძროხები ეპიცენტრთან ახლოს აღმოჩნდნენ, ქალაქ კაიკოურთან ახლოს. მიწისქვეშა ბიძგებმა 7.5 მაგნიტუდას მიაღწია. ამის შემდეგ რამდენიმე მცირე
ბიძგი განმეორდა. შედეგად, მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა, ცუნამის საშიშროების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

იხილეთ
ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?