ძროხები ლიანდაგებზე დასეირნობდნენ, შედიოდნენ ბაქანსა და გვირაბში. ნახირი დაახლოებით 60 ცხოველისგან შედგებოდა.
ბრიტანეთის რკინიგზის სამმართველოს Network Rail-ის ცნობით, ყველა ხაზი დაიხურა, სანამ ძროხები ერთ-ერთ ბაქანზე ერთად არ შეაგროვეს.
შემდეგ ისინი სადგურიდან და საერთოდ, რკინიგზიდან შორს გაიყვანეს. ცხოველები არ დაზიანებულან.