გადაშენების პირას მყოფი დედამიწის 10 ბინადარი
გადაშენების პირას მყოფი დედამიწის 10 ბინადარი
დედამიწის ბინადარი მრავალფეროვანი არსებები თავიანთი უნიკალური გარეგნობით ერთმანეთისგან გამოირჩევიან. სამწუხაროა, რომ უმეტესობა მათგანი გადაშენების საფრთხის წინაშეა. ზოგიერთი მათგანის რაოდენობა მკვეთრად მცირდება და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ისინი მხოლოდ არქივის ფოტო/ვიდეოს საშუალებით ვიხილოთ.

იავური მარტორქა

Zooclub

ოდესღაც იავური მარტორქა აზიურ მარტორქებს შორის ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო, ხოლო ახლა ის გადაშენების პირას მყოფი ცხოველია.

ეს სახეობა დიდ ძუძუმწოვრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია. მსოფლიოში დაახლოებით 50-70 იავური მარტორქა შემორჩა და ყველა მათგანი დაცულ ტერიტორიაზე, ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მარტორქები (მისი ძვირფასი რქის გამო) ხშირად ხდებიან ბრაკონიერების
თავდასხმის ობიექტები, რასაც სახეობის გადაშენებამდე მივყავართ. ასევე, ვიეტნამის ომი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მათი შემცირებისა. სამწუხაროდ,
ერთადერთი ადგილი, სადაც იავური მარტორქა შეგხვდებათ, უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკია (ინდონეზია, იავას კუნძული).

ვაკიტა (კალიფორნიული ზღვის გოჭი)

Zooclub

სამწუხაროდ, მსოფლიოში შემორჩა სულ რაღაც 30-მდე ვაკიტა, რომლებიც ერთ კონკრეტულ ადგილას ბინადრობენ. ისინი ხშირად ხვდებიან თევზსაჭერ ბადეებში, ასევე, ხდებიან ბრაკონიერების მსხვერპლნი. გარდა ამისა, მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ქლორილებული პესტიციდები და სარწყავი მილები.

მთის გორილა 

Zooclub

ამჟამად ველურ ბუნებაში ათასამდე მთის გორილა ბინადრობს. სპეციალისტებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ამ ინდივიდის გადასარჩენად, რის შემდეგაც (2018 წელს) ამ პრიმატმა "გადაშენების პირას მყოფი ცხოველების" სიიდან "წითელ წიგნში" გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, ბრაკონიერები, გარემოს დაბინძურება, მათი ბინადრობის ტერიტორიების განადგურება და დაავადებები მთის გორილებს გადაშენების საფრთხეს კვლავ უქმნის. პრიმატები ხშირად ხდებიან ბრაკონიერების თავდასხმის ობიექტები. ისინი მათ ხორცზე ნადირობენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა ინდივიდები ხშირად ებმებიან მახეში, რომლებიც სხვა ცხოველებისთვის არის განკუთვნილი. ამასთანავე, ომები და სამოქალაქო არეულობა ნეგატიურ გავლენას ახდენს გორილებზე.

არსებობს მთის გორილების ორი პოპულაცია, რომლებსაც ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მთის გორილების ერთი ჯგუფი ვირუნგულს ვულკანურ მთებთან (ცენტრალური აფრიკა) ბინადრობს. გორილების მეორე ნაწილი ბვინდის ნაციონალურ პარკში ცხოვრობს (უგანდა).

ბენგალური ვეფხვი

Zooclub

მე-20 საუკუნის დასაწყისში დედამიწაზე დაახლოებით ასი ათასი ბენგალური ვეფხვი ბინადრობდა. ამჟამად, ველურ ბუნებაში მათი რაოდენობა ოთხი ათასამდეა. ვეფხვებს სჭირდებათ ბინადრობის დიდი არეალი, თუმცა, ადამიანების მიერ ტერიტორიების დაკავებამ მათი რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. ტყეების გაჩეხვამ, ადამიანების დასახლებამ (იმ ადგილებზე, სადაც ეს მტაცებელი ბინადრობდა) ვეფხვების რადიკალური შემცირება გამოიწვია. ამას ერთვოდა და კვლავ გრძელდება ბრაკონიერების თავდასხმაც. ინდოეთი - საუკეთესო ქვეყანა, სადაც ველურ ბუნებაში შეგიძლიათ იხილოთ ვეფხვი, ასევე, მისი ნახვა შესაძლებელია ბანგლადესში, ჩინეთში, სუმატრაში, ციმბირსა და ნეპალში.

თოვლის ჯიქი (ირბისი)

Zooclub

სპეციალისტების დაკვირვებით, დღევანდელი მონაცემებით, ველურ ბუნებაში თოვლის ჯიქის დაახლოებით ოთხიდან შვიდი ათასამდე ინდივიდი ცხოვრობს. მათი ბინადრობის არეალი აღმოჩენილია ცენტრალური აზიის თორმეტ ქვეყანაში: ჩინეთი, ბუტანი, ნეპალი, ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი და მონღოლეთი. შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, თუმცა, თოვლის ჯიქის პირველი მტერი არიან მწყემსები, რომლებიც ხშირად ხოცავენ მტაცებელს, რათა თავიანთი საქონელი დაიცვან. თოვლის ჯიქი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

ირავადის დელფინი

Zooclub

მტკნარი წყლის დელფინი ირავადი გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი წყლის ძუძუმწოვარია. დღევანდელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 50-დან 70-მდე მერყეობს. ისევე როგორც სხვა სახეობის დელფინები, ნაწილობრივ, ისინიც ხდებიან ბრაკონიერებისა და მეთევზეების მსხვერპლნი, რომლებიც დელფინს ხორცის მოპოვების მიზნით კლავენ. დაბინძურებული გარემო და ჩანჩქერები, ასევე ნეგატიურად მოქმედებს ამ სახეობაზე. მიუხედავად ამისა, ირავადის დელფინს შეგვიძლია შეხვდეთ ლაოსსა და კამბოჯაში მეკონგის მდინარეში, კალმანტანის კუნძულზე მაჰაკამას მდინარეში (ინდონეზია), აზიის სხვა მდინარეებსა და ამაზონის აუზში.

ორანგუტანგი

Zooclub

ასი წლის წინ, დედამიწაზე დაახლოებით ორას ოცდაათი ათასი ორანგუტანგი ბინადრობდა, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა ორჯერ შემცირდა. ხეების გაჩეხვა, ტყეების ხანძარი, ნადირობა, ბრაკონიერობა - ყოველივე ეს და კიდევ სხვა ფაქტორები ორანგუტანგების პოპულაციაზე ნეგატიურად აისახება, თუმცა, ველურ ბუნებაში არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც შეგვიძლია ამ პრიმატის ნახვა - ინდონეზია, ბორნეო და სუმატრას კუნძული.

ტყავიანი კუ

Zooclub

ტყავიანი კუები, საერთო ჯამში,  ყოველწლიურად  ოცდაექვსი ათასიდან ხუთი ათასამდე კვერცხს დებენ (მკვეთრი შემცირება 1980 წლის შემდეგ, როდესაც წელიწადში დაახლოებით 115 000 კუს კვერცხი ჩნდებოდა). ახალგაზრდა კუები საოცრად დაუცველები არიან. სამწუხაროდ, უმეტესობა მათგანი ზრდასრულ ასაკს ვერ აღწევს. ფრინველები და პატარა ძუძუმწოვრები ხშირად ანადგურებენ ტყავიანი კუების ბუდეებს და კვერცხებს იპარავენ. არანაკლებ დაუცველები არიან ახლადგამოჩეკილი კუები, რომლებსაც სანაპიროზე ბინადარი ფრინველები და კიბორჩხალისნაირები იტაცებენ, სანამ ისინი ზღვამდე მიაღწევენ.

ტყავიანი კუს ძირითადი საცხოვრებელი ტერიტორიებია: სურინამი, საფრანგეთის გვიანა, გრანდ-ანსის სანაპირო (სენტ-ლუისი), კუების სანაპირო (ტობაგო), შელ-ბიჩი (გაიანა) და გაბონი.

აზიური სპილო

Zooclub

1986 წლიდან მოყოლებული, აზიური სპილო ითვლება გადაშენების პირას მყოფ ცხოველად. მას შემდეგ ამ ცხოველის პოპულაცია 50 პროცენტით შემცირდა. ველურ ბუნებაში დაახლოებით ორმოცდაათი ათასი ინდივიდია შემორჩენილი. ტყეების გაკაფვამ, ფრაგმენტაციამ და ადამიანების სიმრავლემ სპილოების საცხოვრებელი ტერიტორიები გაანადგურა, შედეგად მათი ბინადრობის სივრცე შემცირდა, ამან კი სპილოების პოპულაციის შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აზიური სპილოს ბუნებრივ არეალში ხილვა შესაძლებელია მინერიას ნაციონალურ პარკში (შრი-ლანკა), სადაც დაახლოებით სამასი ინდივიდი ბინადრობს. ისინი ძირითადად მინერიას სანაპიროზე ცხოვრობენ, რათა ხშირად გაგრილდნენ და წყალი დალიონ. ეს ადგილი აზიური სპილოების ყველაზე დიდი საცხოვრებელი არეალია.

ცისფერი თინუსი

Zooclub

ბოლო წლებში ცისფერი თინუსის რაოდენობა დიდი სისწრაფით იკლებს. მონაცემები შემდეგია: აღმოსავლეთ ატლანტიკა - 72%-ით, ხოლო დასავლეთში 82%-ით პოპულაციის ვარდნაა. ცისფერი თინუსის რადიკალური შემცირების ძირითადი მიზეზი თევზაობა და მისი კომერციულად მაღალი ღირებულებაა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?