ინდურმა სპილომ 50 წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ იტირა
ინდურმა სპილომ 50 წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ იტირა
ინდოეთის შტატ უტარ-პრადეში, გარეულ ცხოველთა დაცვის ასოციაციამ, 50-წლიანი ტყვეობის შემდეგ, მონობიდან გაათავისუფლა სპილო სახელად რეჯი.

The Daily Mail-ის  თქმით, "სპილოს პატრონი სასტიკად ექცეოდა, 50 წლის განმავლობაში მას ჯაჭვებშეკრულს ამყოფებდა, ურტყავდა და აბუჩად იგდებდა".

რეჯის ყოველდღიურად ევალებოდა ქუჩაში გამვლელებისთვის მუხლის მოყრა და თავის დახრა. საცოდავი სპილოს კვების რაციონი, მხოლოდ ქუჩაში დაყრილი ნაგავი იყო.

მისი ბედით ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დაინტერესდა, როდესაც რეჯის ათავისუფლებდნენ, მას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

ის დღეს დაცულია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა უკვე ძალიან მოხუცია.

სპილოების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50-70 წელია.
ისინი ზრდასრულად ითვლებიან 20 წლის ასაკში, თუმცა როდესაც ტყვეობაში არიან, ხშირად იყენებენ მათ საცირკო წამოდგენებიში,
ასევე აიძულებენ, შეასრულონ სხვადასხვა მძიმე სამუშაო, რაც არის იმის მიზეზი, რომ ისინი სიბერეს ვერ აღწევენ და ადრე კვდებიან.

ტეგები
ნაუმ
natela - "მის პატრონს სპილოს ცოდვა უკვე ზურგზე აქვს აკიდებული". რას ნიშნავს ცოდვა აქვს აკიდებული? ეკიდოს მერე რა! მთავარია ადამიანმა ცუდი არავის გაუკეთოს, სხვა ყველაფერი კი ცრუწრმენაა. ცოდვა აქვს აკიდებული არა კიდე კვახი....
!
საიქიოში ეს სპილო ისევე მოქცევა, როგორც მას ექცეოდნენ!
natela
მის პატრონს სპილოს ცოდვა უკვე ზურგზე აქვს აკიდებული
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?