ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთის ინფექციური დაავადებების კონტროლის მთავარმა სპეციალისტმა, ლანციუანმა განაცხადა, რომ კორონა ვირუსით შესაძლოა, შინაური ცხოველიც დაინფიცირდეს, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე ცხოველის ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

ინტერნეტ მაღაზიის მფლობელის - ჩჟოუ ტიანსონის თქმით, მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს უჰანში კორონა

ამჟამად პეკინში ძაღლისთვის/კატისთვის განკუთვნილი შეფუთვა, სადაც 3 ნიღაბია მოთავსებული, 49 იუანი (5,4 ფუნტ სტერლინგი) ღირს.
"ძაღლისთვის განკუთვნილი ნიღბები არც ისე ხარისხიანია, მაგრამ ვირუსისგან დაცვის ფუნქციას ასრულებს. მისი მთავარი მიზანია, ძაღლმა მიწიდან რაიმე არ შეჭამოს ან ცხოველს ვირუსი ჰაერიდან არ შეხვდეს", - ამბობს ონლაინ გაყიდვების წარმომადგენელი.

პროფესორმა ლი ლანციუანმა ჩინეთში მცხოვრები ძაღლის პატრონები გააფრთხილა, რომ თავიანთი შინაური ცხოველების მიმართ მეტად ყურადღებით იყვნენ, რადგან თუ ძაღლს ქუჩაში სასეირნოდ მარტო გაუშვებენ და ის ნიღბის გარეშე იქნება, ვირუსის პოტენციურ გამავრცელებლად ჩაითვლება და შესაძლოა, ცხოველი შესაბამისმა სამსახურმა კარანტინში გადაიყვანოს.
წყარო: dailymail.co.uk