ჩინეთში ყველაზე ლამაზი ქათამი გამოავლინეს
ჩინეთში ყველაზე ლამაზი ქათამი გამოავლინეს
Metro-ს ცნობით, იჩანში (ხუბეის პროვინციაში) ქათმებს შორის სილამაზის კონკურსი გაიმართა . ფინალში ჟიურის წინაშე 7 ფრინველი წარსდგა, რომლებსაც ბუმბულის სიმჭიდროვის, ტანის პროპორციის, სიარულის და "განსაკუთრებული ნიჭის" მიხედვით აფასებდნენ.

კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ქათამმა, სახელად მეი. ქათმის პატრონმა გენგ პენმა განაცხადა, რომ თავისი შინაური ბინადარის გამარჯვებით გაკვირვებული არ არის, რადგან თვლის, რომ მეი სილამაზის განსახიერებაა.

აღსანიშნავია, რომ ფრინველს კონკურსში წარმატება მოუტანა ცეკვამ, რომელიც მან ტრადიციული ჩინური მუსიკის თანხლებით შეასრულა.

ამის შემდეგ ქათამი აუქციონზე 800 დოლარზე ძვირად გაყიდეს, ხოლო თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.

ცხოველების,
თუ ფრინველების კონკურსი სულაც არ არის იშვიათი მოვლენა.


2020
ვირთხების კონკურსი როდისთვის აქვთ თუ ვინმემ იცით?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?