ჩინეთში სამი ტყუპი პანდა დაიბადა (+ვიდეო)
ჩინეთში სამი ტყუპი პანდა დაიბადა (+ვიდეო)
ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუს "ჩანლუნის"  პარკში პანდას სამი ტყუპი მოევლინა ქვეყანას.

პანდები ტყვეობაში ფაქტიურად არ მრავლდებიან. ახალდაბადებულების გადარჩენის შანსი კი პირველი თვეების მანძილზე ძალიან მცირეა. 

მეცნიერების თქმით, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში 400-მდე პანდა დაიბადა. მათ შორის მხოლოდ სამჯერ გაჩნდა სამი ტყუპი, თუმცა ამ სამ ტყუპში ერთი ან ორი პატარა მაინც იღუპებოდა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, პატარა პანდები უკვე 2 კვირისანი არიან. მათი მდგომარეობა დღეისათვის  სტაბილურია. დაბადებისთანავე პატარები ინკუბატორში მოათავსეს და ინტენსიური მოვლით უზრუნველყვეს, რადგან მშობიარობის შემდეგ დედა პანდა სახელად ცზიუისიაო ("ქრიზანთემის ღიმილი")
მათზე ვერ ზრუნავდა. ახალშობილებისთვის სახელები ჯერ არ შეურჩევიათ.

გადაშენების საშიშროების ქვეშ მყოფი დიდი პანდები ჩინეთის
არაოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება. ველურ ბუნებაში სულ 1 600 პანდაა დარჩენილი. ისინი უმეტესად მთიან ტერიტორიაზე, ტყეებში ბინადრობენ, კერძოდ სიჩუანის პროვინციაში, სადაც ბევრი ბამბუკი იზრდება, რაც მათ ძირითად საკვებს წარმოადგენს. ასევე ამჟამად, დაახლოებით 180 პანდა მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში ბინადრობს.

იხილეთ ვიდეო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?