ჩინეთში უნიკალური შავი ვეფხვი დაიბადა (+ფოტო)
ჩინეთში უნიკალური შავი ვეფხვი დაიბადა (+ფოტო)
ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუს ზოოპარკში შავი ვეფხვი დაიბადა, რომლის ზოლების დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. Daily Mail-ს ცნობით ასეთი იშვიათი შეფერილობის მიზეზი მისი მშობლების ერთი პოპულაციიდან წარმოშობაა.

ახლა ვეფხვი ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ცხოვრობს, რძით კი მას ძაღლი კვებავს. რატომ არ იმყოფება პატარა ვეფხვი მშობლებთან არ აზუსტებენ.

როგორც Daily Mail იტყობინება, ცხოველის ზოლები გაფართოვდა, რამაც ისინი პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახადა. ეს მოხდა ცვლილების გამო, რასაც აბუნდიზმს უწოდებენ. ასეთი შეფერილობის მიზეზი შეიძლება მუტაცია ყოფილიყო.

აბუნდიზმი დიდ კატებშია გავრცელებული,
რომლებიც ტყეში ცხოვრობენ.
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მუქი შეფერილობა მათ შედარებით შეუმჩნეველს ხდის. ვეფხვებისთვის კი, როგორც ცხოველებისთვის, რომლებიც გაშლილ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ეს შეფერილობა დამახასიათებელი არ არის.

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?