ყველაზე ძლიერი ცხოველები დედამიწაზე
ყველაზე ძლიერი ცხოველები დედამიწაზე
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძლიერ ცხოველებზე, ყოველთვის თვალწინ წარმოგვიდგება სპილო, ვეშაპი, ან სხვა ტანად დიდი ცხოველი. მაგრამ თურმე ზომის მიხედვით ცხოველის სიძლიერის შეფასება მცდარი აზრია და ამაში ახლა თავადვე დარწმუნდებით.
მოდი, გადავხედოთ ვინ არიან ფაუნის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები.





სპილო

Zooclub

ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველია დედამიწაზე. სპილოები ეხმარებიან ადამიანებს და ასრულებენ მძიმე სამუშაოებს. სპილო ინდოეთში უკვე დიდი ხანია შინაური ცხოველი გახდა. მას 9 ტონამდე ტვირთის აწევა შეუძლია, რაც ადამიანის ძალებს აღემატება.

ლეოპარდი

Zooclub

საკმაოდ ძლიერი ცხოველია. ეს დიდი კატა იოლად უსწორდება ისეთ ცხოველებს,
როგორებიც არიან: ირემი, ანტილოპა, შვლის ნუკრი. მას მარტივად აჰყავს ნანადირევი ხეზე, რადგან სხვა მტაცებლები არ
შეეცილოს ნადავლში, მაგრამ ლეოპარდის სიძლიერე ამითი არ შემოიფარგლება, მას თავისუფლად შეუძლია მოერიოს თავისზე 2-ჯერ მეტი წონის ცხოველს.

გვირგვინოსანი არწივი

Zooclub

ყველაზე ძლიერი მტაცებელი ფრინველია, რომელიც აფრიკაში ბინადრობს. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 2 მეტრს აღწევს, როდესაც გვირგვინოსანი არწივი თავს ესხმის ნადავლს, მსხვერპლს არანაირი შანსი არ აქვს, რომ მტაცებელს კლანჭებიდან დაუძვრეს. გვირგვინოსანი არწივები წყვილად ნადირობენ. ერთი მტაცებელი მსხვერპლს ყურადღებას უფანტავს, მეორე კი თავს ესხმის. ამ ფრინველს შეუძლია ნადავლთან ერთად 16-17 კმ. იფრინოს. მეტიც, ამ გზის გავლა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც მსხვერპლი არწივის წონას 4-ჯერ აღემატება.
გვირგვინოსანი არწივი ზედმეტად აგრესიული და გამბედავი ფრინველია. როდესაც თავის ბუდეში იმყოფება და გრძნობს საშიშროებას, შეუძლია თავს დაესხას არა მარტო ცხოველს, არამედ ადამიანსაც.

გორილა

Zooclub

ყველაზე დიდი და ძლიერი პრიმატია დედამიწაზე. წინა და უკანა კიდურები საკმაოდ ძლიერი აქვს და საკმაოდ განვითარებული კუნთები. განსაკუთრებული სიძლიერით მამრი გორილები გამოირჩევიან. მოზრდილ გორილას შეუძლია საკუთარ წონაზე 10-ჯერ მეტი ტვირთის აწევა.

ჭიანჭველა

Zooclub

ბევრისთვის უცხო არ არის, რომ ჭიანჭველა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწერია დედამიწაზე. ზომით ციცქნა ჭიანჭველას მარტივად შეუძლია გადაიტანოს მასზე ბევრად მძიმე ტვირთი. ეს მწერები ძირითადად დიდ ტვირთს ეზიდებიან. ჭიანჭველის შრომა ორმაგდება, როდესაც ის საცხოვრებელ ბუდეს იშენებს. მას შეუძლია საკუთარ წონასთან შედარებით 10-20-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთის აწევა.

ხოჭო-მარტორქა

Zooclub

ამ ხოჭომ სახელი თავის არეში რქოვანი წანაზარდის გამო მიიღო. ამ მწერის სიძლიერე ჭიანჭველას ძალებს ბევრად აჭარბებს. ხოჭო-მარტორქას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 850-ჯერ მძიმე ტვირთის გადაადგილება. მისი სიდიდე დაახლოებით 25-40 მმ-მდე აღწევს.

ტკიპა

Zooclub

ყველაზე ძლიერი არსებაა დედამიწაზე და ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტი. ამ პაწაწინა არსებას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 1180-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთი ზიდოს.

დასასრულ, ალბათ მიხვდებოდით, რომ პატარა, სულაც არ ნიშნავს სუსტს. როგორც ვხედავთ, ბევრ ციცქნა არსებას შეუძლია ყველაზე დიდ ცხოველსაც გადაუსწროს სიძლიერეში.

nugzari
ფაქტები გადაამოწმეთ;სპილო ვერ აწევს 9ტონას,გორილა იწონის 180-დან 250კილომდე,ე.ი რა გამოდის, 2ტონას აწევს? სანამ იდიოტიზმს დაწერთ დაფიქრდით
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?