error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/0b9e465516565d89e49300bcb5cbab22.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
კუბაში მცხოვრები გაველურებული ძროხები ახალ ჯიშად აღიარეს
კუბაში მცხოვრები გაველურებული ძროხები ახალ ჯიშად აღიარეს
დასავლეთ კუბაში გაველურებული შინაური ძროხებისა და ხარებისგან სრულიად ახალი ჯიში წარმოიშვა. ისინი სრულად განსხვავდებიან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები თანამოძმეებისგან.

გაზეთ "Granma"-ს ცნობით, ამ დასკვნამდე ნაციონალური პარკის (გუანაკაბიბესი) სპეციალისტები მივიდნენ.

ჩლიქოსნები, რომლებიც ოდესღაც ესპანელმა კოლონიზატორებმა ჩამოიყვანეს და შემდეგ ბედის ანაბარად მიატოვეს, დროთა განმავლობაში ტანით დაჩიავდნენ. ძუს ცური ძალიან დაპატარავდა და მასში ჩამდგარი რძე ძლივს ყოფნით ბოჩოლების გამოსაკვებად.

რქები უფრო წაწვეტებული გახდა და დამოკლდა. ბიოლოგების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ხის ტოტებში არ გაბმულიყვნენ. ამ ცხოველებს შინაური
ძროხებისგან განსხვავებით, არსებობისთვის ბრძოლა უწევთ.

Zooclub

ძროხები ტყის მცენარეების ფოთლებით იკვებებიან, ასევე - ლიანებითა და თესლებით. ამასთან, ისინი იმდენად დახელოვნდნენ სასმელი
წყლის პოვნაში, რომ მას ზღვის ფსკერზეც კი პოულობენ და დასალევად ცურვით მიდიან.

ადამიანებს ეს ცხოველები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ესხმიან, ანუ მხოლოდ მაშინ, თუკი ვინმე მათ დაჭერას შეეცდება. ცხოვრობენ ჯგუფებად. ტყვეობაში ისინი ძალიან აგრესიულები ხდებიან, უარს ამბობენ საკვებზე. ტყვეობას ისე ცუდად იტანენ, რომ შეიძლება გული გაუსკდეთ.

ეს შემთხვევა შეიძლება, გასული საუკუნის 80-იანი წლების ექსპერიმენტის შედეგია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?