როგორ ცხოვრობს გადაშენების პირას მყოფი ირმების მომშენებელთა ტომი მონღოლეთში? (შთამბეჭდავი ფოტოები)
როგორ ცხოვრობს გადაშენების პირას მყოფი ირმების მომშენებელთა ტომი მონღოლეთში? (შთამბეჭდავი ფოტოები)
ფოტოხელოვანი ჰამიდ სარდარ-აფჰამი ნეპალში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა. ათი წელი მან ტიბეტისა და ჰიმალაის შესწავლას მოანდომა, ხოლო შემდეგ მონღოლეთში გაემგზავრა, რათა გადაშენების პირას მყოფი მომთაბარე ირმების მომშენებელთა ტომის ცხოვრება გამოეკვლია. ამ ტომის წევრებს შამანებისა და სულების ჯერ კიდევ სჯერათ.

ფოტოების ავტორმა ტიბეტური და მონღოლური ენებიც შეისწავლა. ასევე, მას მიღებული აქვს ჰარვარდისა და დოქტორის სტიპენდიები ტიბეტოლოგიასა და სანსკრიტიში (ლიტერატურული ძველინდური ენა).

დუკჰას ცხოვრებაც დაკავშირებულია ირმებთან: ცხოველები ტომს აძლევენ რძესა და ყველს. გარდა ამისა, მონღოლები მათთან ერთად ლოსებსა და ტახებზე ნადირობენ.

ტომში არსებული ადამიანთა
რაოდენობა სწრაფად მცირდება: სულ რაღაც 44 ოჯახი, ხოლო რაოდენობრივად 200-დან 400-მდე ადამიანი დარჩა.

ფოტოსერიის გარდა,
სარდარ-აფჰამიმ გადაიღო ფილმი "ირმების მომშენებლები", სადაც აჩვენა მონღოლების სეზონური მიგრაცია ხუბსუგულის მდინარესთან. გადამღები ჯგუფი ასობით ირმების მომშენებლებთან ერთად,  მათთვის წმინდა ტყეში გადაადგილდებოდა.

უხუცესი დუკჰა 96 შამანი ცუიანია. ტომის რწმენით, შამანი მათ აკავშირებს ირმებსა და ტყის სულებთან, რომლებიც ცოცხლებს სიმღერით ეკონტაქტებიან.

ირმების მომშენებლებს სჯერათ, რომ სულებთან ჰარმონიულად უნდა ცხოვრობდნენ. ასევე, ადამიანი პატივს უნდა სცემდეს ბუნებასა და ცხოველებს - ეს რწმენა თაობიდან თაობებზე გადადის.

Zooclub

ფილმმა, ბანფის ფესტივალზე (მთის ფილმების ფესტივალი), "მთის კულტურის "  საუკეთესო ჯილდო მიიღო.

იხილეთ შთამბეჭდავი ფოტოები


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?