მონღოლი მომთაბარეები - "არწივთან მონადირეები", რომელთა საიდუმლოც თაობებს გადაეცემათ (შთამბეჭდავი ფოტოები)
მონღოლი მომთაბარეები - "არწივთან მონადირეები", რომელთა საიდუმლოც თაობებს გადაეცემათ (შთამბეჭდავი ფოტოები)
მონღოლეთის მთიანი რეგიონების შორეულ უდაბნოში, მომთაბარეების პატარა ჯგუფი არწივებთან ერთად ნადირობის უძველეს ხელოვნებას ფლობს. ეს ნადირობის ტრადიციული სახეობაა, როდესაც არწივებს მელიებზე და კურდღლებზე სანადიროდ წვრთნიან. უძველესი კულტურის საიდუმლო, ათასწლეულების მანძილზე, თაობებს გადაეცემა.

გერმანელმა ფოტოგრაფმა ლეო თომასმა რამდენიმე ხნის წინ დასავლეთ მონღოლეთის ალთაის რეგიონი მოინახულა, რათა ეს საოცარი კულტურა ფოტოებზე აღებეჭდა.

ამჟამად მონღოლეთში შემორჩენილია 300-მდე ძველი ტრადიციის გამგძელებელი, რომელთა უმეტესობა მამაკაცია, მაგრამ თომასს საშუალება მიეცა, გაეცნო "არწივთან მონადირე" გოგონა, სახელად ზამანბოლი.

ზამანბოლი - ყაზახი მომთაბარე ოჯახიდან, რომელიც უმეტეს დროს ქალაქის სკოლაში ატარებს. დასვენების
დღეებში გოგონა თავის არწივთან და ძმასთან -ბარზაბაისთან ერთად ვარჯიშობს.

Zooclub

"სანამ ისინი სუფთა ჰაერზე, ოჯახურ გარემოცვაში,
ულამაზეს ბუნებაში ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ, მე 60%-ზე მეტს კომპიუტერის ეკრანთან ვატარებ. ბანალური შედარებაა, მაგრამ ამაზე დავფიქრდი", - წერს ფოტოგრაფი.

იხილეთ შთამბეჭდავი ფოტოები

წყარო: mymodernmet.com
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?