კუნძულზე სულ რაღაც 30 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, ტერიტორიაზე ასობით პონი ბინადრობს.
ფულა შოტლანდიის ერთ-ერთი კუნძულია, რომელიც ჩრდილოეთ ზღვისა და ატლანტიკის ოკეანის საზღვრებზე, შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
ამ ადგილზე პონები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობენ. სწორედ აქ გაჩნდა შოტლანდიური ჯიში პონი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია.

ამ ჯიშის პონის ხშირი ბალანი, მოკლე და ძლიერი
სანამ კუნძულის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ფულაზე მოხვედრა მხოლოდ ბორნის ან ვერტმფრენის საშუალებით შეგიძლიათ, მაგრამ ტრანსპორტი ყოველდღე არ მუშაობს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, გრძელი გზა ამად ღირს, რადგან ველური ბუნების მსგავს სილამაზეს, ამდენ პატარა ცხენსა და მშვიდ გარემოს, მსოფლიოში იშვიათად შეხვდებით.



ასევე იხილეთ:
გიგანტურმა ვეშაპმა ტურისტებს საოცარი წარმოდგენა მოუწყო
მაიმუნების პარკი, "ჯოჯოხეთის ველი"
ტურისტებისთვის შთამბეჭდავი ადგილი, "ხეზე მცოცავი თხები" მაროკოში, შენიღბული სისასტიკე აღმოჩნდა