ნავიგატორების შეცდომამ დელფინი გადაარჩინა
ნავიგატორების შეცდომამ დელფინი გადაარჩინა
აბერდინის სანაპიროს დათვალიერების შემდეგ ლორეინ კალოკჰი და მაიკ რობერთსი სახლისკენ გაეშურნენ. ნავიგატორმა მათ არასწორი მარშრუტი დაუგეგმა. დაბალწყლიან სანაპიროსთან ლორეინმა დელფინი შეამჩნია და ორივე მისკენ გაემართა. თევზს მაშინვე სველი პირსახოცები გადააფარეს.

ამის შემდეგ წყვილმა დასახმარებლად ადგილობრივი პოლიცია, მაშველები და ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ მებრძოლი შოტლანდიური საზოგადოება გამოიძახა. ოპერატიულობის მიუხედავად, ნახევარი დღე მოუწიათ მოქცევის ლოდინი, რომ დელფინი ზღვაში დაებრუნებინათ.

Zooclub

მაშველები ცხოველთან 10 საათის განმავლობაში იყვნენ. გარიჟრაჟზე მოქცევა დაიწყო და ცხოველი ღრმა წყალში დააბრუნეს. დელფინს მალე დაუბრუნდა ძალა. მან ზღვის სიღრმეებს მიაშურა.

Zooclub

რა თქმა
უნდა, წყვილი არ ელოდა სანაპიროზე დიდხანს შეყოვნებას, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერები იყვნენ ერთი ლამაზი სიცოცხლის
გადარჩენით. ყველაფერში კი ნავიგატორის შეცდომა იყო “დამნაშავე”.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?