შოტლანდიელმა ფერმერმა ტბის ურჩხული "ნესი" გადაიღო
შოტლანდიელმა ფერმერმა ტბის ურჩხული "ნესი" გადაიღო
ადგილობრივი ფერმერის მიერ მორიგი ფოტომტკიცებულება იქნა წარმოდგენილი იმისა, რომ შოტლანდიის ტბა ლოხ-ნესში ზღვის ურჩხული ბინადრობს.

ფერმერი ირწმუნება, რომ "ნესი" ადრიან დილას ნახა, როდესაც წყლიდან ცხოველის ზედა ნაწილი გამოჩნდა.

როუს სიტყვებით, ეს იყო საკმაოდ უცნაური დილა. იყო ნისლი, ოდნავ ცრიდა და ზოგჯერ მზე იმზირებოდა ღრუბლებიდან. მორიგი წვიმის შემდეგ მან ლამაზი ცისარტყელა დაინახა და ის იყო ფოტოაპარატი მოიმარჯვა, რომ ამ მომენტში მან წყლის ზედაპირზე რაღაც მუქი და ორი გორაკის მაგვარი შეამჩნია.

ფერმერს თავში მაშინვე ერთ-ერთმა სიტყვამ გაუელვა - "ნესი!"

Zooclub

"ყოველ დღე ამ ტბასთან
ვმუშაობ, - ჰყვება ჯონ როუ, - არასოდეს მსგავსი რამ არ შემინიშნავს და არ მჯეროდა ამ
ისტორიების ურჩხულის შესახებ, სანამ თავად არ ვნახე. ერთი კადრი გადავიღე თუ არა ის წყალქვეშ გაუჩინარდა. ეს არ იყო რაღაც სხვა უცხო საგანი. რამოდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ შეიძლება ეს იყო ფრინველი, რომელმაც წყალში ჩაყვინთა და აი, მე მათ ვუპასუხებ, რომ არა, ეს არ იყო ფრინველი, რადგან მე დავინახე, რომ რაღაც მუქი ჩაეშვა ტბის სიღრმეში და იქიდან უკვე აღარ ამოსულა. მე მაშინ საშინლად შემეშინდა, მაგრამ ამავე დროს ეს ძალიან საინტერესო იყო!"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?