შოტლანდიაში აკრძალეს ცირკი ცხოველების მონაწილეობით
შოტლანდიაში აკრძალეს ცირკი ცხოველების მონაწილეობით
შოტლანდია დიდ ბრიტანეთში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო კანონი ცირკში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა რამდენიმე წლის წინ პირობა დადო, რომ იგივე მოხდებოდა ინგლისსა და უელსში, მთავრობა რატომღაც აყოვნებს ამ საკითხის გადაწყვეტას.

ჯერ კიდევ 2015 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ შოტლანდიაში აჩვენა, რომ მცხოვრებთა 98% ცხოველების ცირკში მონაწილეობის წინააღმდეგია. რის შემდეგაც PETA შოტლანდიის მთავრობას დაუკავშირდა და ამ საკითხზე პეტიცია წარუდგინა, რითაც ამ აკრძალვის დაჩქარება მოსთხოვა.

პოლიტიკოსების დღევანდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ხალხის ხმა გაიგეს და შოტლანდიის მთავრობა პატივს სცემს
თავისი ხალხის ნებას.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?