ტურისტებისთვის შთამბეჭდავი ადგილი, "ხეზე მცოცავი თხები" მაროკოში, შენიღბული სისასტიკე აღმოჩნდა (+ვიდეო)
მაროკოს ცნობილი სასწაული - ხეებზე მცოცავი თხები, ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადამიანები ჯგუფებად მიდიან, რათა "ბუნების" ეს საოცრება საკუთარი თვალით იხილონ. ამ მოვლენამ ცხოველთა მოყვარული ფოტოგრაფის, არონ გეკოქსის ყურადღება მიიპყრო. მან აღმოაჩინა, რომ ცნობილი ღირსშესანიშნაობა მხოლოდ და მხოლოდ სასტიკი გართობაა, რომელიც ადგილობრივმა ფერმერებმა შექმნეს.

Zooclub

38 წლის ბრიტანელმა ფოტოგრაფმა და ცხოველთა დამცველმა აქტივისტმა არონ გეკოქსიმ ნათელი მოჰფინა მაროკოს ცნობილ ღირსშესანიშნაობას. ის გაემგზავრა მაროკოში და აღმოაჩინა, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა "ხეზე მცოცავი თხები" ტურისტების ატრაქციონად გადააქციეს, რათა საცოდავი ცხოველების ხარჯზე ფული ეშოვათ.

Zooclub

ფერმერებს
ცხოველები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ, მათ ხეზე ერეკებიან, ხოლო ზოგჯერ ტოტებზე საკუთარი ხელით სვამენ. ისინი ფოტოს
სანაცვლოდ ტურისტებისგან თანხას იღებენ. მძიმე დღის შემდეგ, საცოდავი თხები ხეებიდან ჩამოჰყავთ და ფერმაში აბრუნებენ. გამთენიისას, თხები კვლავ "სამუშაოდ" მიჰყავთ.

Zooclub

"თხა საოცრად მოქნილი და მოხერხებული არსებაა. მართალია, მას ხეზე ასვლა შეუძლია, თუმცა, ამ ატრაქციონზე, ცხოველები ხეზე გაუნძრევლად ერთ ადგილზე დგანან და ვერ მოძრაობენ. ისინი ძალიან საცოდავად და ავადმყოფურად გამოიყურებიან. ტურისტები აღფრთოვანებულნი არიან სანახაობით. ისინი ამ ფონზე "სელფებს" იღებენ. მათ არ იციან, თუ რა დგას ამ სანახაობის უკან", - ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

"წარმოიდგინეთ, რამდენად შემაწუხებელი სამუშაოა - იდგე ხეზე მთელი დღე და მოძრაობა არ შეგეძლოს. ეს თხები საშინელ მდგომაროებაში არიან, დასუსტებულები და გამოფიტულები. გარდა ამისა, ხეზე ამდენი თხის ყოფნა მცენარეს საფრთხეს უქმნის, რადგან ჩლიქები და სიმძიმე ტოტებს აზიანებს", - აღნიშნავს არონი.

Zooclub

ფოტოგრაფის თქმით, თუ რომელიმე თხა იღლება და ტოტზე დგომა აღარ შეუძლია, ის ფერმერს ჩამოჰყავს და მის ადგილზე სხვა თხა აჰყავს. ხნიერ ცხოველებს, რომლებსაც სიცხეში დიდ ხანს დგომა არ შეუძლიათ, ადგილობრივი ფერმერები სასაკლაოზე უშვებენ.

Zooclub

"ხეზე მცოცავი თხების ფოტოებმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. თითქოს მოხერხებულმა ცხოველებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ თავიანთი უნარები. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია - ყოველივე ხელოვნურად შექმნილია. "უნიკალური მოვლენა" გათვლილია ტურისტებზე, რომლებიც ფოტოების გადაღებისას ფერმერებს თანხას უხდიან", - ამბობს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "Born Free"-ის წარმომადგენელი კრის დრეიპერი.

Zooclub

ცხოველთა დამცველების თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ თხები გზის პირას ხეზე დგანან. ტურისტების მუდმივ ტალღას ცხოველებისთვის არაფერი მოაქვს გარდა ძლიერი სტრესისა.

Zooclub

"ეს პრობლემებიდან ერთ-ერთია, რომელიც მაროკოს შესახებ ვიცით, სადაც ცხოველები ტურისტებთან გადაღებული ლამაზი ფოტოების გამო, ძალადობისა და სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან. მოგიწოდებთ, მოგზაურობისას მიაქციოთ ყურადღება ცხოველებს - თუ რაიმე ზედმეტად იდეალურად გეჩვენებათ, ეს შესაძლოა, ილუზია იყოს და  ეჭვები უსაფუძვლო არ არის", - ამბობს დრეიპერი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

სუსტი ნერვების მქონეებს უჯობთ ეს არ ნახონ! საშინელი სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ანგორის ბეწვს!

მონრეალში 2020 წლიდან ცხენის ეკიპაჟები აიკრძალება

საბერძნეთის კუნძულზე ჭარბ წონიან ტურისტებს ვირზე ჯდომა აეკრძალათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?