საბერძნეთის კუნძულზე ჭარბ წონიან ტურისტებს ვირზე ჯდომა აეკრძალათ
საბერძნეთის კუნძულზე ჭარბ წონიან ტურისტებს ვირზე ჯდომა აეკრძალათ
ცხოველთა დამცველი აქტივისტები საუბრობენ კუნძულ სანტორინზე ბინადარი ვირების ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, ვინაიდან ცხოველებს არა ერთი გარეგნული ტრავმა აღენიშნებათ. ყოველივე იმ ჭარბ წონიანი ტურისტების ბრალია, რომლებიც კუნძულის ტერიტორიაზე ვირით სეირნობენ.

საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ვირების დასაცავად, გადაწყვიტა ზომები მიიღოს და ახალი წესები გამოაქვეყნოს. ამ წესების თანახმად, მუშა ცხოველი თავისუფლდება ვალდებულებისგან, გადაიყვანოს ტურისტი, თუ ამ უკანასკნელის წონა 100 კგ-ს აჭარბებს. გარდა ამისა, ვირის პატრონებს აეკრძალებათ ცხოველისათვის მძიმე ტვირთის აკიდება.

Zooclub

"მუშა ვირების პატრონები ვალდებულნი არი
ან, თავიანთი ცხოველები ცხოვრების შესაბამისი პირობებით უზრუნველყონ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავადმყოფი, მაკე ან ტრავმირებული ვირის ექსპლუატაცია. ასევე, პატრონი ვალდებულია თავისი ბინადარი ყოველდღიურად გამოკვებოს შესაბამისად და უზრუნველყოს წყლით,
რომელიც დღეში ერთხელ გაიწმინდება,"- წერია სახელმწიფო დადგენილებაში.

სანტორინის კუნძული ცნობილია თავისი საოცარი ტურებით - კლდეებზე სიარული, რომელიც ზღვის დონიდან 400 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ზიგზაგისებრი მარშრუტის გავლა ფეხით რთული არ არის, თუმცა, ტურისტების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს, ეგეოსის ზღვის ხედი და ლამაზი გარემო ვირზე "ამხედრებულმა" იხილოს.

Zooclub

კუნძულს, ყოველ წელს, დაახლოებით ორი მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის (The Donkey Sanctuary)  წევრებმა, რომლებმაც სანტორინი მოინახულეს, აღშფოთებულები არიან ვირებისა და ჯორების მდგომარეობით - ცხოველებს მთელი დღის განმავლობაში პატრონები მზის გულზე დგომას აიძულებენ და ტურისტების მომსახურებით ფულს გამოიმუშავებენ.

Zooclub

აქტივისტებმა ფოტოები გადაუღეს რამდენიმე ვირს, რომლებსაც ზურგზე შეუხორცებელი ჭრილობები აღენიშნებოდათ. საბედნიეროდ, ამ სისასტიკის წინააღმდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწრაფად მიიღო ზომები.

Zooclub

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუ როგორ მიიღებენ სიახლეს ჭარბი წონის მქონე ტურისტები. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ეს დისკრიმინაციად აღიქვას, თუმცა, აკრძალვა ცხოველების უმეტესობას შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას და გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?