მონრეალში 2020 წლიდან ცხენის ეკიპაჟები აიკრძალება
მონრეალში 2020 წლიდან ცხენის ეკიპაჟები აიკრძალება
მონრეალის ხელისუფლებამ მიიღო ყველა სახის ცხენის ეკიპაჟების გამოყენების აკრძალვა, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

“2019 წელი ცხენის ეკიპაჟებისთვის მონრეალში უკანასკნელი წელი იქნება. იყო შემთხვევები, როდესაც ცხენების სასტიკი მოქცევის გამო იხოცებოდნენ", - ამბობს ქალაქის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.


ახალი კანონის წარმოდგენისას ქალაქის მმართველებმა აღნიშნეს, რომ 2014 წლიდან ცხოველებთან დაკავშირებული 4 ავარია მოხდა და ასობით საჩივარი შემოვიდა. გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ცხოველებთან მუშაობის წესების 14 დარღვევა დაფიქსირდა.

ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი, ვალერი პლანტი იმედოვნებს, რომ ცხენის ეკიპაჟებს

ელექტრომობილები ჩაენაცვლებიან.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?