ორანგუტანგი შეშინებული ეჭიდება ერთადერთ ხეს მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ტყე გაკაფეს
ორანგუტანგი შეშინებული ეჭიდება ერთადერთ ხეს მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ტყე გაკაფეს
"ის არ თმობდა იმ სახლს და იმ ადგილს, სადაც გაიზარდა. ადრე ეს ადგილი ხეებითა და სხვადასხვა მცენარით იყო დაფარული, თუმცა, ადამიანებმა ყველაფერი გაანადგურეს. მარტო დარჩენილი ორანგუტანგი ერთადერთ ხეზე აძვრა და შიმშილით შეწუხებული სიკვდილს ელოდა."- წერს International Animal Rescue(IAR), რომელმაც მარტო დარჩენილი ცხოველი შემთხვევით იპოვა.

Zooclub

ინციდენტი მოხდა დასავლეთ კალიმანტანში (ინდონეზია).

საბედნიეროდ, ორგანიზაციამ ცხოველი დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანა.

ადამიანებმა ტყის უზარმაზარი ტერიტორია გაკაფეს, რათა ზეთის ხილის პლანტაციები გაეშენებინათ. ამ ფაქტს ასობით მაიმუნი შეეწირა- ნაწილი შიმშილისგან დაიღუპა, ხოლო ნაწილი ადამიანებმა გაანადგურეს. მათ შ
ორის იყვნენ ორი სახეობის ორანგუტანგი, რომელიც ბოლო დროს შეიყვანეს გადაშენების პირას მყოფ ცხოველების სიაში.

ასევე იხილეთ:

5 საოცარი
ისტორია ცხოველებზე


ათი თვის ორანგუტანგს დაბადებიდან პატარა გალიაში აცხოვრებდნენ

მამაკაცმა გადაარჩინა ორი მელია, რომლებმაც მასთან დარჩენა გადაწყვიტეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?