გიგანტურმა ვეშაპმა ტურისტებს საოცარი წარმოდგენა მოუწყო (ემოციური ვიდეო)
სიდნეიში, ღრუბლიანი ამინდის დროს, ზღვაში სასეირნოდ არაერთი ადამიანი იკრიბება. ამ შემთხვევაში ექსკურსია მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდგა: ტურისტებს საშუალება მიეცათ, უზარმაზარი უკბილო ვეშაპისთვის საათ-ნახევარი ეცქირათ. ზღვის ცხოველი წყლის ზედაპირზე ამოდიოდა და თვითმხილველებს დაუვიწყარი სანახაობა წარმოუდგინა.

რიგითი ექსკურსია საოცარ წარმოდგენად გადაიქცა. სპეციალისტების თქმით, სწორედ ცუდ ამინდში უკბილო ვეშაპები დიდ დროს ატარებენ წყლის ზედაპირზე, ხოლო მშვიდი ამინდის დრის,1 წყლის ძუძუმწოვრები ზედაპირისკენ მხოლოდ ორ-სამჯერ ამოდიან.

Zooclub

რა მიზეზით იქცევიან ვეშაპები ასე, დაზუსტებით არავინ იცის. არსებობს მოსაზრება, რომ ამ მოქმედებით ისინი სხვა ვეშაპების ყურადღებას იქცევენ - ურთიერთობა ან
მეტოქე მამრი ვეშაპის გაფრთხილება.

Zooclub

ტურისტებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ისინი 90 წუთი აკვირდებოდნენ უზარმაზარი ცხოველის საოცარ
მანევრირებას.

Zooclub

მიუხედავად თავისი გიგანტური ზომებისა, უკბილო ვეშაპი, თავის სახეობებში  უდიდესი არაა. ის შესაძლოა, გაიზარდოს 18 მეტრამდე და მისი წონა დაახლოებით 40 ტონას შეადგენს, რაც ლურჯი ვეშაპის წონის ნახევარია.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ნაცრისფერი ვეშაპის ნაშიერი ნავს მიუახლოვდა და ადამიანებისგან მოფერებას ითხოვდა

მწყემსმა ძაღლებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოადგინეს, რამაც ადამიანები აღაფრთოვანა

უნიკალური კადრები: კენიის ნაკრძალში ძმები ჯიქების საოცარი წარმოდგენა ფოტოგრაფმა შემთხვევით გადაიღო
გრიშა
რომჩაეყლაპა არაა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?