ნიუ-ჯერსის შტატის საცირკო სანახაობებში ცხოველების მონაწილეობა აიკრძალა
ნიუ-ჯერსის შტატის საცირკო სანახაობებში ცხოველების მონაწილეობა აიკრძალა
ეს პირველი ამერიკული შტატია, სადაც მოძრავ წარმოდგენებში "ცხოველების ბოროტად გამოყენება" აიკრძალა.

ნიუ-ჯერსის (აშშ) გუბერნატორმა ფილ მერფიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეგზოტიკური და გარეული ცხოველების სხვადასხვა შოუ-პროგრამაში გამოყენებას კრძალავს.

"ამ ცხოველების ადგილი ბუნებრივ არეალში ან ნაკრძალშია, არავითარ შემთხვევაში წარმოდგენებზე, სადაც მათი და ადამიანების ყოფნა საფრთხის შემცველია", - აცხადებს გუბერნატორი, რომლის განცხადებაც წარმოდგენილია მის ინტერნეტ პორტალზე.

"ნიუ-ჯერსი ამერიკის პირველი შტატია, სადაც "გარეული ცხოველები მოძრავ წარმოდგენებში" აღარ იქნებიან", - წერია განცხადებაში.

კანონი მიეძღვნა 36 წლის სპილოს, სახელად ნოუსის, რომელიც დაავადებულია ართრიტით, მაგრამ მას მაინც
აიძულებდნენ ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობას და საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობას. ამჟამად იგი ტენესის შტატში სპეციალისტების დაკვირვების
ქვეშ მკურნალობს.


tomazido
იქნებ პირიქით,ჯუნგლებში ცხოვრებას, მოსწონთ და ემხიარულებათ კიდეც ასეთი ცხოვრება ცხოველებს?!ცირკში რაღაცას მაინც ასწავლიან,განსხვავებით ზოოპარკებში გალიაში მჯდომებისაგან...
ნონა
აქაც უნდა აიკრძალოს ცირკში ცხოველების გამოყენება ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვებისთვის გასართობად. სხვათაშორის რას სწავლობენ ბავშვები, როცა ცხოველების დამცირებას უყურებენ? რას და შეიძლება ყველანაირად დაიმორჩილო და დაიმონო ცხოველი. მე ჩემს კომენტარებში ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას, რომ არ შეიძლება ცხოველების თავისუფლების შეზღუდვა ! დროა თბილისის ცირკიც შეუერთდეს ამ კარგ ტენდეციას, რომ გაუქმნდეს ცხოველების მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?