23 თებერვალს თბილისის ზოოპარკმა 92 წლის იუბილე იზეიმა
თბილისის ზოოპარკმა 92 წლის იუბილე აღნიშნა. დაბადების დღე, ტრადიციულად, პატარა სტუმრებთან ერთად, სახალისო გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.

ბავშვები დაესწრნენ მარიონეტი თოჯინების წარმოდგენას და საპნის ბუშტების შოუს, მონაწილეობა მიიღეს მხიარულ კონკურსებსა და აქტივობებში, ამოხსნეს თავსატეხები, ფერადი ცარცებით გაალამაზეს ტერიტორია და ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორებისგან ბუშტები და საჩუქრებიც დაიმსახურეს.

ამავე დღეს ზოოპარკმა წარადგინა ახალი პროექტი - "საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება - ახალგაზრდა მეცნიერები სკოლის მოსწავლეებისთვის", რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა მეცნიერები უფროსკლასელებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ინტერაქტიული შეხვედრები 9 კვირის განმავლობაში, 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ
ლექციას 100-ზე მეტი მოზარდი დაესწრო.

წყარო: თბილისის ზოოპარკი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?