error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d4633f9c370ee1ae467d067d6268b830.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მითები ცხოველებზე, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა
მითები ცხოველებზე, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ფაუნაზე ბევრი რამ ვიცით, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში ცხოველებზე მცდარი წარმოდგენა გვაქვს - განსაკუთრებით მათი ქცევისა და ინდივიდის შესახებ.

საბედნიეროდ, არსებობენ მეცნიერები, რომლებსაც მითების დამსხვრევა და სწორი ინფორმაციის გაზიარება შეუძლიათ.

კატები და ძაღლები ფერებს ვერ არჩევენ

Zooclub

ძაღლები და კატები მხოლოდ შავ-თეთრ ფერებს არჩევენ - ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. უბრალოდ, ისინი გარემოს ვერ ხედავენ იმ ფერებში, როგორც ჩვენ, თუმცა, მათ შეუძლიათ გაარჩიონ რამდენიმე ფერი. კატები ხედავენ მწვანეს, ლურჯს და ნაცრისფერს (ზოგადად 25-მდე ფერს).

ძაღლები კარგად არჩევენ ლურჯს, ყვითელსა და იისფერს.

"ოქროს თევზს" ცუდი მეხსიერება აქვს

Zooclub

"ოქროს თევზის" მეხსიერება - სწორედ ასე უწოდებენ ზოგჯერ გულმავიწყ ადამიანს,
მაგრამ მისი მეხსიერება არც ისე ცუდია, როგორც ბევრს ჰგონია.

უდავოა, ოქროს თევზი აზრების გიგანტი არ არის, თუმცა, არც ისეთი უჭკუო არსებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ოქროს თევზს 5 თვის განმავლობაში ახსოვს ის,  რასაც მას ასწავლიდნენ.

ნებისმიერი ღამურას კბენით ადამიანზე ცოფი გადადის

Zooclub

ბოლო სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ღამურების 6 პროცენტია ცოფის ვირუსის მატარებელი, მაგრამ თუ მან გიკბინათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავი დაიზღვიოთ. ამ შემთხვევაში პროცენტებზე ფიქრი ზედმეტია.

ფუტკარი ადამიანზე კბენის შემდეგ კვდება

Zooclub

ამ აზრის თითქმის ყველა ადამიანს სჯერა. რატომ უნდა ჰქონდეს რომელიმე მწერს მსგავსი დამცავი მექანიზმი?

სახეობა "ფუტკარი მეთაფლია" ერთადერთია, რომელიც შეიძლება, ადამიანზე თავდასხმის შედეგად მოკვდეს. მის ნესტარს, სხვა სახეობისგან განსხვავებით, მცირედით დახრილი ფორმა აქვს და თუ ის კანში გაიჭედა, ფუტკარი რამდენიმე გაწევით ცდილობს  გათავისუფლებას. სწორედ ამ დროს, შესაძლოა, ნესტარი კანში დარჩეს და შედეგად მწერი მოკვდეს. გარდა ამისა, არსებობს ასობით ათასი ფუტკრის სახეობა, რომლებსაც მსგავსი სპეციფიკური ნიშნები არ გააჩნიათ.

ძილის დროს ადამიანმა შეიძლება ობობა გადაყლაპოს

Zooclub

ეს მითი ერთ-ერთი ყველაზე სახალისოა სპეციალისტებისთვის. პირველ რიგში, ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა. მეორე, მსგავსი შემთხვევა ცნობილი და დადასტურებული არ არის, თუ არ ჩავთვლით ადამიანების მიერ მოთხრობილ სხვადასხვა ისტორიას.

ზვიგენს შეუძლია კილომეტრების მოშორებით იგრძნოს სისხლის სუნი

Zooclub

თუ ჭრილობიდან სისხლი გდით და გვერდით ზვიგენია, ის ამას იგრძნობს, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ზღვის მტაცებელი სუნს კილომეტრების მოშორებით გრძნობს, გადამეტებულია.

ზვიგენს ნამდვილად კარგად აქვს განვითარებული ყნოსვის რეცეპტორები, თუმცა, კილომეტრების მოშორებით ის ნამდვილად ვერ გრძნობს სუნს. მისი მგრძნობელობის რეცეპტორები (მაგ. სისხლის სუნს) მაქსიმუმ 400 მეტრის დაშორებით აღიქვამს.

აქლემი წყალს კუზში ინახავს

Zooclub

აქლემმა შეიძლება უდაბნოში დიდი დროის განმავლობაში იაროს. ის სვამს ტონამდე წყალს, რომელსაც შემდეგ თავის დიდ კუზში ინახავს. გეცნობათ? რა თქმა უნდა, აქლემს დიდი კუზი აქვს, მაგრამ არა წყლისთვის, არამედ ქონის შესანახად, რომელსაც ცხოველი მოგზაურობისას იყენებს, როგორც ენერგიის წყაროს.

არ შეიძლება მიწაზე ჩამოვარდნილი ბარტყის ხელის მოკიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედა მას მიატოვებს

Zooclub

რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუეა. სპეციალისტების თქმით, მიწაზე ჩამოვარდნილი ბარტყის გადარჩენის საუკეთესო საშუალებაა, მოძებნოთ მისი ბუდე და პატარა არსება რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოთ უკან. 

თუ ამ პროცესს სწრაფად შეასრულებთ, შესაძლოა, დედამ ვერაფერი შეამჩნიოს.

გველი შეიძლება ფლეიტის ჰანგებით დააჰიპნოზოთ

Zooclub

გველი რეაგირებას ახდენს მოძრაობაზე და არა მუსიკაზე. მეტიც, იმისათვის, რომ ე.წ.  მომთვინიერებელს ქვეწარმავალმა ზიანი არ მიაყენოს, მას აცლიან ეშვებს და შხამს. შედეგად, იგი ვეღარავის ავნებს, ამიტომაც "მომთვინიერებლებს" მისი შიში არ აქვთ. ვითომდა ფლეიტის ჰანგებზე მოცეკვავე გველების შოუს აზიის ქვეყნებში ხშირად შეხვდებით, თუმცა, ეს უნიჭოდ დადგმული წარმოდგენაა ცხოველის წვალების ხარჯზე, რათა შოუს ავტორებმა ტურისტებისგან ფინანსური სარგებელი ნახონ.

ასევე იხილეთ:

10 მითი ცხოველებზე - რისიც ჩვენ დღემდე გვჯერა

კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა

რატომ აქვს კატას 9 სიცოცხლე?!
ინტრიგანი
ნექტარი და ნესტარი სხვადასხვა რამეა, ჯიგრებო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?