რატომ აქვს კატას 9 სიცოცხლე?!
რატომ აქვს კატას 9 სიცოცხლე?!
დროისა და სივრცის მიღმა კატას თითქოს მუდამ დასდევს მსუბუქი მაგიური კვამლი. მრავალი ლეგენდა ახლავთ ამ გრაციოზულ ცხოველებს, რომლებიც არასოდეს არავის ემორჩილებიან. ერთ-ერთი ამ ლეგენდათაგანი დაკავშირებულია კატების ფანტასტიკურ გამძლეობასთან. წარსულში ადამიანებს ისიც კი სჯეროდათ, რომ ჯადოსნურ ლამაზმანებს რეინკარნაცია შეეძლოთ. რატომ აქვს კატას 9 სიცოცხლე? ვინ დაასაჩუქრა ასე დიდსულოვნად ეს ულვაშიანი მონადირეები?

ღვთიური ჩარევა
ძველი ეგვიპტის 27 ღმერთი პირობითად 3 ჯგუფად იყოფა - 9 ”პასუხისმგებლად” წყალზე, მიწასა და ცაზე. კატებს ეგვიპტელები ყოველთვის თვლიდნენ ღმერთებთან მიახლოებულებად. მათ მოციქულების სრულ უფლებებს ანიჭებდნენ და ისიც
კი ეგონათ, რომ ღმერთები დედამიწაზე კატების სახით ჩამოდიოდნენ. შესაძლოა, კატების შესახებ მითი სწორედ ძველ ეგვიპტეში
ჩაისახა. ზოგს სჯერა, რომ კატა ღმერთი რას ძღვენია, რომელსაც ხშირად სწორედ კატის სახედ გამოსახავდნენ. თუმცა, შეიძლება ეს 9 სამყაროს მფლობელმა ქალღმერთმა ფრეიამ დააჯილდოვა, რადგან სწორედ კატებს დაყავთ მისი ეტლი ზეცაზე.

ეშმაკის ოინები
ადამიანების სულები, რომლებიც შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ, შიშით იყვნენ აღვსილნი ეშმაკის გამო. ითვლებოდა, რომ ჯადოქარს შეეძო კატის სახე მიეღო იმისთვის, რომ კეთილშობილი ადამიანების სახლებში შეპარულიყო. სიკვდილის შემდეგ კატა თავის ჩეულებრივ სახეს იბრუნებდა. ჯადოქარს ამ “ფოკუსის” ჩატარება მთელი სიცოცხლის მანძილზე ცხრაჯერ შეეძლო.

ნუმეროლოგია
რატომ სწორედ 9 სიცოცხლე და არა მაგალითად 10? ციფრი 9 ძველი დროიდან ითვლებოდა მაგიურად. ის კრავს ციკლს: 1-9, 19, 29, 999.
ბერძენი ფილოსოფოსის, პლუტონის მიხედვით, ატლანტიდა 9 სამეფოსგან შედგებოდა. სხვათაშორის, ბერძნებს 9 მუზა ჰყავდათ. მართლმადიდებლობაში ანგელოზები 9 იერარქიად იყოფიან. სულიწმინდას უძველესი სიმბოლო ცხრასხივიანი ვარსკვლავია, ყველა სხივზე დახატულია ცხრა ნიჭიდან თითოეული. ბახის მეცხრე სიმფონია მისი უკანასკნელი ნაწარმოები იყო. მეცხრე ტალღა მეზღვაურებისთვის კატასტროფაა.

იდეალური პროპორციები
შესაძლოა, 9 სიცოცხლე ბუნების წყალობითაა. ვეშაპების უძველესი წინაპრები მიწაზე წავებს გავდნენ. მხოლოდ თათები ქონდათ უფრო გრძელი. ცხენების წინაპრები თითების ბალიშებით გადაადგილდებოდნენ და გავდნენ მელიებს უხეში თავით. აი, კატა უკვე 50 მილიონი წლის წინ იყო იმის მსგავსი, როგორებიც ახლა არიან. ეს ცხოველები მილიონი წლის მანძილზე ევოლუციის შედეგად თითქმის არ შეცვლილან. როგორც ჩანს, კატები თავიდანვე იმდენად იდეალურები იყვნენ, რომ მხოლოდ მსუბუქი “რეტუში” დასჭირდათ.

თვითმკურნალობა
ძვირადღირებული კომპიუტერული მოწყობილობა, პლასტიკური ბოქსი, კატა, რომელიც ზემგრძნობიერი სენსორებით არის აღჭურვილი და ადამიანი, რომელიც მას ნაზად ეფერება - ამგვარად მსოფლიოში შეისწავლიან კატის კრუტუნს. ცნობილია, რომ კრუტუნი ქსოვილის რეგენერაციას უწყობს ხელს. რატომ ხდება ასე უცნობია.
მრავალი მკვლევარი იმასაც კი ცდილობს, გამოიგონოს აპარატი, რომელიც კრუტუნის იმიტირებას შეძლებს. უკვე არსებობს ექსპერიმენტული ვარიანტები. დადგენილია, რომ ჯანმრთელი კატების კრუტუნი შედარებით “ეფექტურია”. ზოგი ზოოლოგი დარწმუნებულია, რომ 9 სიცოცხლე კატის თვითმკურნალობის უნარის შედეგია.

ვესტიბულარული აპარატი
კატებს არა მხოლოდ შესანიშნავი სხეული, არამედ მათ წონასწორობის უნიკალური გრძნობა აქვთ. მაღლიდან ჩამოვარდნისას ეს ცხოველები ყოველთვის თათებით ეცემიან. ამ საჭირო პოზას ისინი ვარდნისას იღებენ. პაწია თათებზე ეცემიან ახალფეხადგმული კნუტებიც კი. გარდა ამისა, კატის ზომისა და მჭიდროდ აწყობილი კუნთებისა და სხეულის წონის თანაფარდობის გამო, ულვაშიან აკრობატებს, რომლებიც მაღალი შენობის სახურავიდან ჩამოვარდნენ, მსუბუქი შიშის განცდა აქვთ და სხვა არაფერი. ხშირად კატის 9 სიცოცხლეს ამითაც ხსნიან.

ადაპტაცია
მაღალი ინტელექტით დაჯილდოებულს, კატას შეუძლია ყველა სიტუაციიდან იპოვოს გამოსავალი და ყველა პირობას შეეგუოს. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ კატისებრები, ისინი ყოველთვის პოულობენ სითბოსა და საკვებს. კატებმა ისწავლეს ცხოვრება ადამიანების გვერდით, თუმცა, მათ ბუნებაშია ხროვის ნაწილად ყოფნა.
მათ ორფეხა გაუგებარ არსებებთან კომუნიკაციისათვის უნიკალური ენაც კი მოიგონეს - კნავილი. ეს საოცარი ფენომენია! ვერც ერთმა სხვა ცხოველმა ვერ მოიფიქრა ადამიანებთან სასაუბროდ განსაკუთრებული ენის გამოგონება.

დამოუკიდებლობა
ზოგჯერ ულვაშიანი ბინადრების 9 სიცოცხლეს მათ დამოუკიდებლობას უკავშირებენ. ეშმაკი კატა, რომელმაც ადამიანის კეთილგანწყობის გამოყენება ისწავლა, სრულფასოვან ცხოველად რჩება. შინაური ცხოველების უმეტესობა, რომელიც ბუნებრივ არეალს უბრუნდება, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ცხოვრებას და უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება გადარჩენისთვის. მაგრამ არა კატას! ის თითქოს ღრმად გონებაში წინაპრების მთელ გამოცდილებას ინახავს და მოსიყვარულე კრუტუნასგან ველურ მტაცებლად იქცევა. ამ მიზეზით ბევრი ზოოლოგი კატას ნაწილობრივ მოშინაურებულად თვლის, რამდენადაც ბუნებრივ არეალში მოხვედრისას ეს ცხოველები უცებ ველურდებიან.

გამბედაობა, მაგრამ არა უგუნურება

შეიძლება კატას 9 სიცოცხლე კიდევ იმის გამო აქვს, რომ ეს ცხოველები მშვენიერი ანალიტიკოსები არიან. ავიღოთ, მაგალითად დომინანტური ტერიერი, რომელსაც მკვეთრად გამოსახული ტერიტორიული ინსტინქტი აქვს. რა მოხდება, თუ მას სახლში კავკასიურ ნაგაზს მივუყვანთ? ტერიერი ეცემა დამრღვევს, თუმცა, მას გამარჯვების შანსი არ აქვს. აი, კატას ცივი გონება აქვს. ძაღლს, რომელიც მასზე ორჯერ მაღალია არაა, დააშინებს, მაგრამ დიდი ზომის ძაღლს აუცილებლად მოერიდება. კატები ერთმანეთში იშვიათად ჩხუბობენ. ისინი “ხმამაღალ კონფრონტაციას” ამჯობინებენ: კატებს საათობით შეუძლიათ იფხუკუნონ და “უყვირონ” ერთმანეთს ისე, რომ კბილები და ბრჭყალები არ გამოიყენონ. რატომ? პატარა ნაფხაჭნსაც კი შეუძლია მათი სიკვდილი გამოიწვიოს, თუ ჭრილობიდან ორგანიზმში ინფექცია შეაღწევს. კატას ეს, რა თქმა უნდა, არ ესმის, მაგრამ შინაგანად გრძნობს, როდის აქვს აზრი ღია ბრძოლას და როდისაა უფრო გონივრული უკანდახევა.



ამ საოცარი ცხოველების წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობის მიუხედავად, კატას მაინც მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს. პატრონს არ უნდა ქონდეს ღმერთების იმედი, არც ბუნების, არც ულვაშიანი ბინადრის მახვილი გონების. ძალიან გვინდა დავუჯეროთ ლამაზ ლეგენდებსა და მითებს, მაგრამ არ ღირს ბედის გამოცდა.

მოუფრთხილდით თქვენს ფუმფულა ბინადრებს. მათ ძალიან უყვარხართ მთელი თავისი ერთადერთი სიცოცხლით!


Zooclub
emigranti manana
ძალიან ძალიან მიყვარს ეს ჭკვიანი,ლამაზი,საყვარელი არსებები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?