კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა
კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა
კატა არაერთი ადამიანის საყვარელი ცხოველია. იგი მრავალი ათასი წლის წინ ადამიანმა მოიშინაურა. მისი თვისებები და იდუმალი ქცევები სპეციალისტებს დღემდე ბოლომდე ვერ აუხსნიათ. 
კატების შესახებ არსებობს არაერთი მითი, რომლისაც დღემდე გვჯეროდა, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ სულელური და სინამდვილეს მოკლებულია, ხოლო ზოგიერთი შესაძლოა, შიშისმომგვრელიც იყოს.

კატები ღამით ისევე კარგად ხედავენ, როგორც დღისით

Zooclub

სინამდვილეში კატები სიბნელეში ადამიანებზე ცოტა უკეთ ხედავენ. კატას დაბადებიდან მონადირის თვისებები აქვს. რასაც ჩვენ ვუწოდებთ ულვაშს, სინამდვილეში ეს საცეცებია, რომელიც ასევე განლაგებულია თათებზე, ნიკაპსა და წარბებზე. ყური კი მისი ლოკაციური მოწყობილობაა,
რისი დახმარებითაც ობიექტის ზუსტ იდენტიფიცირებას ახდენს.

გარდა ამისა, დღის შუქზეც კი კატის მხედველობა არ არის
იდეალური. სამწუხაროდ, ჩვენს ფუმფულა მეგობრებს ახლომხედველობის პრობლემა აქვთ. კატა ხშირ შემთხვევაში ვერ ამჩნევს, რა დევს მის წინ. მაგალითად, საკვებით სავსე ჯამს ის სუნით უახლოვდება. ცნობისთვის, როდესაც კატა საკვებს ყნოსავს, სურს აღიქვას მისი ტემპერატურა და არა სუნი.

სტერილიზაცია/კასტრაციის შემდეგ კატები სუქდებიან და ზარმაცდებიან

Zooclub

ეს კიდევ ერთი გავრცელებული მითია კატის პატრონებს შორის. სტერილიზაცია/კასტრაციის შემდეგ ცხოველი მეტად მშვიდი ხდება, რასაც ზოგიერთი მფლობელი სიზარმაცედ აღიქვამს. სინამდვილეში ყველა კატას დღე-ღამის განმავლობაში 18 საათი სძინავს, ხოლო ზამთარში ზოგიერთი კატა მხოლოდ საკვებად იღვიძებს. იმისათვის, რომ კატას სრულფასოვანი "კატური" ცხოვრება ჰქონდეს, აუცილებელია, ჰყავდეს მეგობარი, კატის სახით. არ გაქვთ ამის შესაძლებლობა? კასტრაცია/სტერილიზაცია საუკეთესო გამოსავალია.

კატები ყოველთვის უმტკივნეულოდ ხტებიან მიწაზე

Zooclub

შინაური კატა საუკეთესო აკრობატია. მას თათებზე ხტომის დროს ინსტინქტები ეხმარება. თავიდან ის წინ წევს თავს და წინა თათებს, ხოლო შემდეგ სხეულის უკანა ნაწილს კუდით მართავს. ამგვარად, ყველა თათი მიმართულია მიწისკენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კატა ტკივილს არ განიცდის. სიმაღლიდან ვარდნის დროს, ცხოველი ხშირად განიცდის ტკივილს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მოტეხილობა და სიკვდილიც კი.

სიამის ჯიშის კატები აგრესიულები არიან

Zooclub

სინამდვილეში, ეს ფაქტი მითია. მხოლოდ ადამიანის სასტიკი მოქცევით შეიძლება, ცხოველი გახდეს აგრესიული. მთავარია, კარგად გვესმოდეს ჩვენი შინაური ბინადრის. სიამის კატები საოცარი ტემპერამენტის მქონე არსებები არიან. ისინი სხვა ჯიშებზე კარგად გამოხატავენ ემოციებს. და კიდევ, მათი ხმის ტემბრი მაღალია (მაგრამ არა ყველაზე მაღალი... მაგალითად სფინქსის ჯიშის კატას საოცრად მაღალი ხმის ტემბრი აქვს).

კატა პატრონის ჯიბრზე იქცევა ცუდად

Zooclub

ქცევის პრობლემები, ხშირ შემთხვევაში, სტრესთანაა დაკავშირებული. კატა საოცრად მგრძნობიარეა ოჯახური ცვლილებების მიმართ. მაგალითად, რემონტი, პატრონის დღის განრიგის ცვლილება, ოჯახური ჩხუბი და ა.შ. ყოველივე ეს კატისთვის დეპრესიისა და სტრესის მიზეზი ხდება.

ცუდად მოქცევა შესაძლოა, დაავადებებთანაც იყოს დაკავშირებული. თუ კატა მოისაქმებს ოთახში, საწოლზე და ა.შ. და მისთვის განკუთვნილ ქვიშასთან არ მიდის, მას შესაძლოა, ჰქონდეს თირკმლის დაავადება.

გაუფრთხილდით თქვენს ფუმფულა მეგობრებს და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც მათზე ამბობენ.

ასევე იხილეთ:

3 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ კრუტუნებს კატა


როგორ მივაჩვიოთ კატა ტუალეტს

მეცნიერებმა განმარტეს, თუ როგორ შეიძლება შინაური კატა უფრო ბედნიერი იყოს
i Love Cat
ზოგიერთი ამბობს რო კატა ეშმაკისეული არიო :@
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?