ნაცრისფერი ვეშაპის ნაშიერი ნავს მიუახლოვდა და ადამიანებისგან მოფერებას ითხოვდა (+ვიდეო)
კრისტიან მილერი სან-იგნასიოს (მექსიკა) ლაგუნაზე ექსპედიციაზე იმყოფებოდა, როდესაც მის ნავს ნაცრისფერი ვეშაპის ნაშიერი მიუახლოვდა. წყლის ბინადარი ადამიანების სიახლოვეს დედასთან ერთად მივიდა. მეგობრულმა გიგანტმა წყლიდან თავი ამოსწია და თითქოს მოფერებას ითხოვდა. დაუვიწყარი წუთები ექსპედიტორებმა ვიდეოზე გადაიღეს.

კრისტიანმა თავიდან ცხოველს მარჯვენა ხელი გაუწოდა, ხოლო შემდეგ ორივე ხელით მოეფერა. პატარა ვეშაპი წყლის ზედაპირზე მშვიდად გაჩერდა.

Zooclub

რაც მთავარია, ვეშაპის დედა ამ სანახაობას ყოველგვარი ემოციის გარეშე აკვირდებოდა და თავისი ნაშიერის ა
დამიანებთან კონტაქტისას აგრესიული არ ყოფილა.

Zooclub

წყლის პატარა ბინადარი ტურისტებს მოესიყვარულა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დედასთან
დაბრუნდა.

ქვემო კალიფორნიის შტატში (მექსიკა) მდებარე ლაგუნა სან-იგნასიო ნაცრისფერი ვეშაპების საყვარელი ადგილია, რადგან არა ღრმა და თბილი წყლებია. ყოველ წელს იანვრიდან აპრილამდე ლაგუნა ვეშაპების გამრავლების ადგილია. მარტის შუა რიცხვებში მამრი ვეშაპები ჩრდილოეთით, საკვებად მდიდარი ადგილებისკენ მოგზაურობას აგრძელებენ.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

მოფერება ზვიგენსაც უყვარს

ზღვის ლომი მყვინთავს მიუახლოვდა და აკოცა

უსაყვარლესი კატა, რომელსაც ძალიან უყვარს კოცნა და ჩახუტება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?