მაიმუნების პარკი, "ჯოჯოხეთის ველი"
მაიმუნების პარკი, "ჯოჯოხეთის ველი"
იგოკუდანის მაიმუნების პარკი ("ჯოჯოხეთის ველი") ნაგანოს (იაპონია) პრეფექტურაში მდებარეობს. ადგილი მართლაც რომ ჯოჯოხეთს ჰგავს: გაუსაძლისი ყინვისას ორთქლი და მდუღარე წყალი შემოსაზღვრულია ციცაბო კლდეებითა და ცივი, უღრანი ტყით.

სწორედ ამ ადგილებში ცხოვრობს იაპონური მაკაკების კოლონია, რომლებიც უმეტეს დროს თერმულ წყლებში ატარებს.

მაიმუნების პარკი საზოგადების უმეტესობისთვის კარგად ცნობილია, მაგრამ ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლე, დიდი რაოდენობით თოვლი, რომელიც წელიწადში 4 თვის განმავლობაშია და ტყეში გამავალი ერთადერთი ვიწრო ბილიკი, ტურისტებისთვის ძნელად მისასვლელია.

იგოკუდანის პარკში ბინადრობს მაკაკების კოლონია, რომლებიც თოვლის მაიმუნებად არიან ცნობილნი.

Zooclub

იაპონურ მაკაკებს ყველაზე დიდი
კოლონები აქვთ. ჯგუფებში 10-დან 100 ინდივიდია.

ამ ადგილზე, ზამთარში საშუალო ტემპერატურა -5 გრადუსია და პრიმატები
ყინვებს თერმულ წყლებში ატარებენ.

Zooclub

მკაცრი ზამთრის გადატანას ხელს უწყობს მათი ხშირი ბეწვიც.

ზრდასრული პრიმატი 80-100 სმ-მდე იზრდება, ხოლო წონა 12-15 კგ-ს აღწევს.

თოვლის მაიმუნების კიდევ ერთი გარეგნული მახასიათებელი წითელი კანია.

Zooclub

1963 წლიდან სპეციალისტებმა შეამჩნია, რომ მაიმუნები კლდეებიდან და ტყეებიდან გამოდიან, რათა "ჯოჯოხეთის ველის" თერმულ წყლებში გათბნენ, ხოლო ღამე კვლავ კლდეებსა და ტყეებს უბრუნდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?