საოცარი სიყვარულის ამბავი - დაღუპული ყარყატის ერთგულ "ქვრივს" ყინვითა და შიმშილით სიკვდილი ემუქრება
საოცარი სიყვარულის ამბავი - დაღუპული ყარყატის ერთგულ "ქვრივს" ყინვითა და შიმშილით სიკვდილი ემუქრება
ერთმანეთის სიკვდილამდე ერთგულება მხოლოდ გედებისთვის არ არის დამახასიათებელი. პეტერბურგთან ახლოს, სოფელ იამ-ტესოვოს მცხოვრებლები შეძრა ყარყატის სევდიანი სიყვარულის ამბავმა. მან მეგობარი დედალი ყარყატის დაკარგვის შემდეგ უარი თქვა სამხრეთის თბილ ქვეყნებში გაფრენაზე. მათი სამი ბარტყი წამოიზარდა და სამხრეთის თბილ ქვეყნებს მიაშურეს, მაგრამ დარდიანი მამა თავის ბუდეში დარჩა. სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ყინვების დადგომისას "ქვრივი" შეიძლება დაიღუპოს. ყარყატს ვერავინ იჭერს.
ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაჩნდა თხოვნა, რომ დახმარებოდნენ ფრინველს.

"ლენინგრადის ოლქში, სოფელ იამ-ტესოვოში იყინება ყარყატი, - წერს აქტივისტი ევგენია პრიკოტი, - "მისი "მეუღლე" მავრთულებში გაება
და დაიღუპა. მის გარეშე კი მეორე არ გაფრინდა გამოსაზამთრებლად. საჭიროა სპეციალისტი, რომელის შეძლებს ყარყატის დაჭერას".

Zooclub

ორი ფრინველის სევდიანი სიყვარულის მომსწრე სოფლის მცხოვრებლებმა განგაში ატეხეს. მათ რამოდენიმე თავშესაფარს და ზოოპარკს ქვრივი ყარყატის შეფარების თხოვნით მიმართეს. ზოოპარკში მათ უარი უთხრეს, არგუმენტად კი ის მოიყვანეს, რომ ზოოპარკში ადგილი აღარ არის. თავშესაფრებში კი დათანხმდნენ ყარყატის მიღებაზე. მცხოვრებლებმა ფრინველის ვსევოლოჟსკის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა გადაწყვიტეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამოცანა სულაც არ იყო ადვილი, რადგან ყარყატი ადამიანებს არ ეკარებოდა.

სამაშველო ოპერაციაში მსოფლიოში ცხოველების დაცვის, კონტროლისა და რეგულირების კომიტეტის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. სპეციალისტები მთელი დღე მორიგეობდნენ ბუდესთან. სპეციალურად ამ მიზნისთვის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დიდი ზომის ბადე გამოყვეს, თუმცა, ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ყარყატი ბუდიდან ისე მიფრინავდა, რომ ბადეს არც ეხებოდა და არ ბრუნდებოდა მანამ, სანამ მაშველები ბადეს არ კეცავდნენ.

"ყარყატის ბადით დაჭერა ადვილი ამოცანა არ არის, - ამბობს ორინტოლოგი სერგეი კოშელიოვი, - აქ არა ერთი და ორი თანამშრომელია საჭირო, არამედ მთელი ბრიგადა. ამასთან, როგორც ჩანს, ფრინველი სრულიად ჯანმრთელია და ძლიერი".

მისი აზრით, ამის გაკეთება მაშინ გახდება ადვილი, როდესაც ყინვა გაძლიერდება და ყარყატი ცოტა დასუსტდება.

"როდესაც მიწა გაიყინება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსზე ქვემოთ ჩამოვა, ის ვერ შეძლებს ფრენას და დედამიწაზე მოუწევს სიარული. ეს იდეალური პირობაა მის დასაჭერად", - ხსნის ორინტოლოგი.

Zooclub

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფრინველი დროდადრო საკვების საშოვნელად მდინარესთან, ან ჭაობისკენ მიფრინავდა. საკვები დღითიდღე მცირდებოდა. ყარყატი ისევ და ისევ უბრუნდებოდა ბუდეს.

თუმცა, მოგვიანებით იგი ბუდიდან ჩამოვიდა.

"ის არსად გაფრენილა, - საუბრობს ადგილობრივი მცხოვრები ლიდია სერგეევნა, - თავშესაფარშიც არ წაუყვანიათ. თქვეს, რომ ყარყატის დაჭერა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი. ის ცოცხალია, არ გაყინულა. ახლახანს მდინარესთან ნახეს, მაგრამ ბუდეში ის აღარ ბრუნდება. შეიძლება ვიღაც აჭმევს კიდეც".

ადგილობრივი მცხოვრებლები არ კარგავენ იმედს, რომ სპეციალისტები შეძლებენ ფრინველის დაჭერასა და საჭირო დახმარების აღმოჩენას, რადგან ყარყატი ყინვითა და არასამყოფი საკვების გამო, დასუსტდა. მთელი სოფელი აგროვებს ფულს მისი რეაბილიტაციისთვის.

"უკვე 8 000 შეაგროვეს, - ყვება ლიდია სერგეევნა, - იმედი მაქვს, რომ ეს ფული მის გადარჩენაში გამოგვადგება! ძალიან გვებრალება საწყალი ყარყატი".

Zooclub

სპეციალისტებიდან ბევრი ფრინველის სევდიან სიყვარულს სკეპტიკურად უყურებს. ისინი აცხადებენ, რომ ყარყატებს არ აქვთ ერთმანერთთან მიჯაჭვულობა. სერგეი კოშელიოვს სხვა აზრი აქვს.

"მიჯაჭვულობა შეიძლება, ყველა ფრინველს შორის წარმოიშვას, იქნება ის ყარყატი, არწივი, თუ ბეღურა, - დარწმუნებულია ორინტოლოგი, - რამოდენიმე წლის წინ, ჩვენ ვერ შევძელით სხვა ქვრივი ყარყატის გადარჩენა. შემოდგომის დასასრულს, როდესაც ფრინველები სამხრეთით გაფრინდნენ, დედალმა ფრთა დაიზიანა და ტყეში გაიყინა. მისი მეგობარი არ გაფრინდა თბილ ქვეყნებში. ის ყოველ დღე მიფრინავდა დაღუპულთან და საჭმელი მიჰქონდა. იმედი ჰქონდა, რომ ის გაცოცხლდებოდა. ერთი კვირის შემდეგ, ჩვენ შევძელით ყარყატის დაჭერა და თავშესაფარში მოყვანა. იქ ის საჭმელს არ ეკარებოდა, განმარტოვებით იჯდა და არაფერს აქცევდა ყურადღებას. ორი დღის შემდეგ კი დაიღუპა... ასე რომ სიყვარულით სიკვდილი შეუძლიათ, როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს".

kote
მართლაც სევდიანი ამბავია! ოღონდ ამ ფრინველს ქართულად ყანჩა ჰქვია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?