5 ცხოველი, რომლებიც დედამიწაზე მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ და დღემდე სახეცვლილება არ განუცდიათ
5 ცხოველი, რომლებიც დედამიწაზე მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ და დღემდე სახეცვლილება არ განუცდიათ
ისინი დედამიწაზე მილიონობით წლის წინ ბინადრობდნენ და დღემდე არ გადაშენებულან. მეტიც, მათ ევოლუციის პროცესში, სხვა სახეობის ცხოველებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული სახეცვლილება არ განუცდიათ. 

კომოდოს ვარანი

Zooclub

კომოდოს ვარანის წინაპრები დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ აზიაში წარმოიშვნენ, ხოლო შემდეგ მიგრაცია მოახდინეს ავსტრალიაში. 4 მილიონი წლის წინ, ეს ცხოველი დამოუკიდებელ ინდივიდად ჩამოყალიბდა და მას შემდეგ სულ მცირედით შეიცვალა. კომოდოს ვარანები დიდი ხნის განმავლობაში კუნძულზე იზოლირებულნი ცხოვრობდნენ, რის შედეგადაც ეს სახეობა გადაშენებას გადაურჩა.

კანადური წერო

Zooclub

ეს ფრინველი ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩუკოტკაზე ფართოდ გავრცელებულია. ნამარხებიდან ამოღებული ნიმუშების მიხედვით, დასტურდება, რომ კანადური წერო
2,5 მილიონი წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე. უძველესი კანადური წეროს სახეობა მცირე სიდიდით განსხვავდებოდა დღევანდელი ინდივიდისგან.

აარდვარკი
(მილკბილა)

Zooclub

ჩვენს დროში მილკბილა ბინადრობს მხოლოდ აფრიკაში, მაგრამ ძველად ეს ცხოველი ცხოვრობდა სამხრეთ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და მადაგასკარზე. უძველესი აარდვარკის ძვლის ნაშთები აღმოჩენილია კენიაში და ის თარიღდება მიოცენური - 2320 მილიონი წლით.

ლილისფერი ბაყაყი (Nasikabatrachus sahyadrensis)

Zooclub

ლილისფერი ბაყაყი ბინადრობს გატისა და ინდოეთის მთებში. ეს სახეობა 2003 წელს აღმოაჩინეს. ის 100 მილიონი წლის წინ ბინადრობდა, იმ დროს, როცა ინდოეთი, მადაგასკარი და სეიშელის კუნძულები ერთი მთლიან ტერიტორიას წარმოადგენდა. ამჟამად სეიშელის კუნძულებზე ლილისფერი ბაყაყის მონათესავე სახეობა არსებობს. ის უწინდელ გარეგნობისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.

წითელი პანდა ანუ პატარა პანდა

Zooclub

ეს ფერადი ცხოველი კატაზე მცირედით მოზრდილია. ის დიდი პანდის საკმაოდ შორეული ნათესავია, თუმცა, მათი საერთო წინაპარი მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მათი უშუალო წინაპარი გაჩნდა ნეოგენურ პერიოდში (მიოცენი) და ცხოვრობდა არა მხოლოდ თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე, არამედ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ასევე იხილეთ:

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ველურ ბუნებაში გადაიღო

15 ცხოველი, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ და ეს სრულიად რეალურია

15 ყველაზე დიდი ცხოველი, რომელიც ოდესმე სახლობდა ჩვენს პლანეტაზე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?