ამ უცნაური ხროვის პატრონის პუსანისა დაისაპიროს თქმით, თავიდან ცხოველები ერთანეთთან ხშირად ჩხუბობდნენ, თუმცა, ერთმა უმნიშვნელო ფაქტმა მათი ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა.
5 წლის წინ დაისაპიროს დამ სახლში მიიყვანა კატა, ხოლო შემდეგ - ჩიხუახუას ლეკვი, კიდევ ერთი ლეკვი და საბოლოოდ, მათ ოჯახში შვიდი ძაღლი დაბინავდა.
კატასა და ძაღლებს შორის ხშირი უთანხმოება იყო, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის წინ პატრონმა მათ ერთობლივი ფოტო გადაუღო - რიჩი და შვიდი ძაღლი. სწორედ მას შემდეგ დამეგობრდნენ

"რიჩი ხროვის ლიდერია. თუ ძილის დროა და ძაღლები ხმაურობენ, კატა კნავის. გაგიკვირდებათ, თუმცა, ძაღლები კატის "ბრძანებას" ემორჩილებიან. ჩხუბი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ძაღლები მძინარე კატასთან თამაშს ცდილობენ."- ამბობს ცხოველების პატრონი.
ასევე იხილეთ:
ძაღლისა და მელიას ერთგული მეგობრობა
ბავშვი და იხვი - განუყრელი მეგობრები
ტომი და ჯერის ცხოვრება სინამდვილეში