ძაღლისა და მელიას ერთგული მეგობრობა
ძაღლისა და მელიას ერთგული მეგობრობა
არაერთი ამბავი გვსმენია და წაგვიკითხავს სხვადასხვა სახეობის ცხოველის მეგობრობაზე. ეს კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავია ცხოველთა მოყვარულებისთვის. ძაღლი თინი და გარეული მელია სნაფერი საუკეთესო მეგობრები არიან.

თინი ნორვეგიაში პატრონთან - ტორგეირ ბეჯთან ერთად ტყის პირას ცხოვრობს. სწორედ მან აღბეჭდა ფოტოებზე ძაღლისა და მელიას საოცარი მეგობრობა.

Zooclub

"ამ სურათებით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო, იმ ფერმების წინააღმდეგ, სადაც მელიებს პატარა ზომის გალიებში ამყოფებენ, ხოლო შემდეგ კლავენ, მათი ძვირფასი ბეწვის გამო, რისგანაც ქურქებს კერავენ. მელიებს ძაღლის თვისებები აქვთ.

Zooclub

ცრემლით მევსება თვალები, როდესაც იმ ათასობით საყვარელ
მელიაზე ვფიქრობ, რომლებსაც მთელი ცხოვრება გაუსაძლის პირობებში გალიაში უხდებათ ყოფნა და შემდეგ მტანჯველი სიკვდილით ასრულებენ
სიცოცხლეს."- წერს საკუთარ Facebook-ის გვერდზე თინის პატრონი.

Zooclub

სნაფი ძაღლსა და მის პატრონს იმდენად მიეკედლა, რომ ის ძირითადად მათ სახლში ბინადრობს, ხოლო ტყეში თინისთან ერთად მიდის სასეირნოდ. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოველი ყოველ დღეს ერთად ატარებენ. მელია არა მარტო ძაღლის, არამედ მისი პატრონის მიმართაც მეგობრულად არის განწყობილი.

ასევე იხილეთ:

ორი დაობლებული პატარა ერთმანეთს ცხოვრებას უხალისებს

5 დღის დაბადებული სელაპი ტალახში ჩავარდა, ის ძროხებმა გადაარჩინეს

ამბავი ჯარისკაცზე და ციყვზე, რომლებიც განუყრელი მეგობრები გახდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?