როგორ მივხვდეთ არის თუ არა ჩვენი ძაღლი ავად (+ვიდეო)
როგორ მივხვდეთ არის თუ არა  ჩვენი ძაღლი ავად  (+ვიდეო)
როდესაც ჩვენი შინაური ბინადრები ავად ხდებიან, მათ არ შეუძლიათ გვითხრან, რა აწუხებთ და რატომ არიან მოწყენილები. ვეტერინარი ადრიან მილიგენი ძაღლის პატრონებს ასწავლის, როგორ შეამოწმონ ბინადარი, სანამ ექიმს მიმართავენ. ის ასევე ასწავლის ძაღლის მფლობელებს, რა სიმპტომებით არის შესაძლებელი მიხვდე, ჯანმრთელია თუ არა ძაღლი.

ადრიან მილიგენი ძაღლის მფლობელებს ახსენებს, რომ მათი ბინადრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია გულისცემა, ტემპერატრუა და სუნთქვა.

რამდენიმე რჩევა, რაზეც ვეტერინარი გვესაუბრება:

პირველ ყოვლისა, გაუსინჯეთ ცხვირის ზედაპირი, სველია თუ არა ის. ცხვირის სისველე, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუმცა, ყურადღებით
იყავით, არ გამოგეპაროთ სხვა სიმპტომებიც.

მაგალითად:

თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ავადაა, შეუმოწმეთ
მას დრუნჩის შიდა მხარე. თუ ის ვარდისფერია, თქვენი ძაღლი ჯანმრთელია, მაგრამ თუ ზედაპირი ძალიან წითელია, მონაცრისფრო, მოლურჯო ან ძალიან თეთრი, ის შესაძლოა ავად იყოს, ამიტომ მიმართეთ თქვენს ვეტერინარს.

Zooclub

როგორ გაუსინჯოთ პულსი ძაღლს?

მოათავსეთ თქვენი თითები ძაღლის მკერდზე (წინა მარჯვენა კიდურის ქვეშ ), ცოტა მჭიდროდ დააჭირეთ ხელი და ჩართეთ წამზომი. თუ წუთში 120 დარტყმას იგრძნობთ, სანერვიულო არაფერია. (დეტალური განმარტება იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში).

Zooclub

შეუმოწმეთ თქვენს ბინადარს ტემპერატურა

ჩვეულებრივ, ძაღლს ტემპერატურას უკანა ტანიდან უზომავენ. მხოლოდ ერთი წუთი გინდათ იმისათვის, რომ გაიგოთ რამდენი აქვს სიცხე თქვენს ბინადარს. ვეტერინართან კონსულტაციის დროს აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია მისი ტემპერატურის შესახებ.

ყოველივე ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ კონსულტაცია ვეტ ექიმთან გაიაროთ.

იხილეთ ვიდეო, სადაც ექიმი ადრიანი დეტალურად აღწერს, როგორ უნდა მივხვდეთ ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ასევე იხილეთ:

როდესაც ძაღლი განიცდის ტკივილს

რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის

რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან
cira-ს
მისწერეთ ამ საიტზე - ვეტერინარის კითხვების განყოფილებაში
cira
გამარჯობათ მყავს გერმანული ავჩალკა რამდენიმე დგის ცინ გაგვეპარა გარეთ და მთელი გამე გარეთ დადიოდა დილით უკვე დრუნჩიდან,ყურის წვერებიდან,დაეცყო სისხლის დენა მაგრამ სისხლი არის შედედებული იქნებ მითხრად რა ხდება?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?