რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის
რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის
The Humane Society of the United States-ის გამოკვლევის თანახმად დადგინდა, რომ 700-ზე მეტი მცენარე, რომელიც ჩვენ გარშემო იზრდება საშიშია ჩვენი ცხოველის ჯანმრთელობისთვის. კერძოთ, ზოგიერთმა მცენარემ შეიძლება ცხოველებში მოწამვლა გამოიწვიოს.
თუ თქვენ გყავთ ოჯახში ოთხფეხა ბინადარი და ამავე დროს თქვენ სახლს ამშვენებს მცენარეებიც, ეს სტატია თქვენთვისაა
ვერ ვიტყვით, რომ ცხოველისთვის ყველა მცენარე საზიანოა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მცირე ან ჭარბი რაოდენობით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ცხოველმა, რომელმაც ითამაშა ან დაღეჭა რაიმე მცენარე და ამის მერე მოწამვლითი ფონი დაეწყო, კერძოდ გულისრევა, უმადობა, დიარეა და
ა.შ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ის  ვეტერინართან მიიყვანოთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთი მცენარე ცხოველებში იწვევს
ალერგიულ ფონსაც. 

უმეტესობა მცენარეს აქვს მძაფრი სუნი და ასევე გემოც, ჩვენი ბინადრები კი ძალიან ცნობისმოყვარე არსებები არიან, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სახლის პირობებში იზრდებიან. როდესაც ეზოში ან სკვერში ვასეირნებთ ძაღლს, ისინი ხშირად ეტანებიან დაგდებულ ხის ტოტს ან თამაშობენ სხვადასხვა სახეობის ფოთლებით. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე ცხოველისთვის საზიანო მცენარე, რომლებიც შესაძლოა სახლში ან სკვერში სეირნობისას შეგხვდეთ.

Zooclub

სურო

საქართველოში ძალიან გავრცელებულია ეს მცენარე, თუმცა იშვიათად, თუ გვინახავს ცხოველი, რომელიც ამ მცენარით ინტერესდება (თამაში, ფოთლების ღეჭვა და ა.შ.), მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ თქვენს ბინადარს ამ მცენარის სიახლოვეს და ამის შემდეგ მას მოწამვლითი ფონი განუვითარდება, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

შროშანი

ამ მცენარეს განსაკუთრებით კატები "ემტერებიან", თუმცა შროშანის პატარა ნაწილის ცხოველის ორგანიზმში მოხვედრაც კი ძალიან საზიანოა, შესაძლოა თირკმელების უკმარისობა გამოიწვიოს, ამას დაერთოს დიარეა, გულისრევა და დეპრესია.

Zooclub

ალოე ვერა

ეს მცენარე შესანიშნავი მკურნალია ადამიანისთვის. ალოე ვერას ფოთლებს გამოიყენებენ დამწვრობისა და ჭრილობებზე დასადებად; თუმცა საზიანოა ცხოველისთვის. ამ მცენარის პატარა ნაწილმაც კი ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, ფაღარათი, უმადობა და ანორექსია. თუ ალოე თქვენს ბინას ამშვენებს და ამავე დროს სახლში ცხოველიც გყავთ, შეეცადეთ, ეს მცენარე თქვენი ბინადარისთვის მიუწვდომელ ადგილას მოათავსოთ.

ნარცისი და ტიტები

ნარცისისა და ტიტების ბოლქვი ძალიან საზიანოა ძაღლებისა და კატებისთვის. თუ თქვენ გყავთ ძაღლი, რომელსაც უყვარს მიწის ბრჭყალებით ქექვა, მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ მცენარეებთან სიახლოვეს არ ითამაშოს. მოწამვლის შემთხვევაში ცხოველს აქვს უმადობა, გულისრევა, დიარეა, არითმია და ა.შ.

პალმა საგო

ძალიან ლამაზი და იოლად გასაზრდელი მცენარეა, თუმცა ცხოველისთვის ტოქსიკური. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ მცენარეს შეუძლია ცხოველის ჯანმრთელობა ისე დააზიანოს, რომ ფატალურ შედეგი მივიღოთ. სიპტომები: გულისრევა, დიარეა, პირის სიმშრალე (ძლიერი წყურვილის შეგრძნება), დეპრესია, თირკმელების უკმარისობა.

Zooclub

პომიდვრის ყვავილი (ნერგი)

პომიდვრის ნერგის უმეტესობა ნაწილი ცხოველისთვის მომწამველელია. თუმცა მინიმალური შანსია იმისა, რომ ცხოველმა ამ მცენარის ფოთლები ან რამე მისი სხვა ნაწილი დაღეჭოს და შეჭამოს. პომიდვრის ნარგავით მოწამვლის სიპტომებია: გულისრევა, დიარეა და დამბლა.

თუ ოჯახში გყავთ მოუსვენარი ცხოველი და გადაწყვეტილი გაქვთ ოთახის მცენარის შეძენა, წინასწარ გაარკვიეთ ინტერნეტით(700 plants) , არის თუ არა ესა თუ ის მცენარე უვნებელი.

ცნობისმოყვარე ცხოველები ხშირად არა მხოლოდ ყნოსავენ მცენარეს, არამედ გემრიელადაც მიირთმევენ მას. ამიტომ თავიდან რომ აიცილოთ თქვენი ბინადარის მოწამვლა, წინასწარ მოიძიეთ მცენარეზე ინფორმაცია.







კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?