6 რჩევა- როგორ შეუმსუბუქოთ ასაკოვან ძაღლს ზამთარში გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები
6 რჩევა- როგორ შეუმსუბუქოთ ასაკოვან ძაღლს ზამთარში გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები
ასაკის მატებასთან ერთად, ძაღლისთვის ზამთრის პერიოდი საკმაოდ რთული ხდება. სიცივესა და ტენიან ამინდში ასაკოვანი ძაღლი შესაძლოა იოლად გახდეს ავად, ხოლო მისი გამოჯანმრთელება არც ისე იოლია, რადგან ორგანიზმი იმდენად ეფექტურად ვეღარ ებრძვის დაავადებებს, როგორც ადრე. 

ხნიერი ძაღლის პატრონებს ვეტერინარები აძლევენ რამდენიმე რჩევას, რომლებიც შინაური ცხოველის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

1.ზამთრის დადგომისთანავე მიიყვანეთ თქვენი ძაღლი ვეტერინართან და მიიღეთ გარკვეული რეკომენდაციები. ასევე მისთვის აუცილებელია ვიტამინების მიღება, რათა იმუნიტეტი გაძლიერდეს.

Zooclub

2.აუცილებელია ასაკოვანი ძაღლი იყოს აქტიური.

Zooclub

ასაკის მატებასთან ერთად, ისევე როგორც ა
დამიანებში, ძაღლის სახსრები იფიტება, ასევე კუნთებიც
სუსტდება. სახსრების ტკივილი ძაღლებს ზამთრის პერიოდში მეტად აწუხებთ. ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენმა ძაღლმა ხშირად იმოძრაოს და იყოს აქტიური.

3.დაეხმარეთ მას ბალანსის შენარჩუნებაში.

Zooclub

ხნიერი ძაღლების უმეტესობას, დროთა განმავლობაში ურთულდებათ გადაადგილება, ისინი კარგავენ ბალანსს და ფეხების მიდამოებში უჩნდებათ სიმძიმე. იმ შემთხვევაში, თუ სეირნობის დროს მოყინულია, თოვლიანი ან მიწა ნამიანია, სასურველია, თქვენს ძაღლს ჩააცვათ სპეციალური ბოტები. ბოტი ხელს შეუწყობს დაიცვას ბალანსი.

4.ეცადეთ, რომ თქვენი ხნიერი ძაღლი ყოველთვის იმყოფებოდეს სითბოში.

Zooclub

სიცივე სახსრების ტკივილს იწვევს. როდესაც სახლიდან გადიხართ და ძაღლი მარტო რჩება, დარწმუნდით, რომ ოთახში, სადაც ის იმყოფება, თბილა. ამასთანავე, აუცილებელია ეზოში სეირნობის დროს ძაღლს თბილად ჩააცვათ.

5.აკონტროლეთ მისი ჯანმრთელობა.

Zooclub

დარწმუნდით, რომ თქვენი ასაკოვანი ძაღლი ფარულ ტკივილს არ განიცდის, განსაკუთრებით ზამთარში, როცა შესაძლოა ჯანმრთელობის სხვდასხვა პრობლემამ იჩინოს თავი.

6.უზრუნველყავით თქვენი ძაღლისთვის თბილი საწოლი.

Zooclub

ვეტერინარები ასაკოვანი ძაღლისთვის გვრიჩევენ, რაც შეიძლება თბილი, ძაღლისთვის განკუთვნილი საწოლი შევიძინოთ. არსებობს ორთოპედიული, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული საწოლები, რომლებიც თქვენს შინაურ ცხოველს კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

ასევე იხილეთ:

როდესაც ძაღლი განიცდის ტკივილს

რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან

როგორ მივხვდეთ არის თუ არა ჩვენი ძაღლი ავად

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?