როდესაც ძაღლი განიცდის ტკივილს
როდესაც ძაღლი განიცდის ტკივილს
ძაღლის პატრონისთვის, რომლისთვისაც მისი შინაური ბინადრის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, ყოველთვის აშინებს, როდესაც მისი ცხოველი ჩვეულ ფორმაში არ არის და ხვდება, რომ  მას რაღაც აწუხებს.

ყურადღებიან პატრონს, მისი ოთხფეხა მეგობარი დაუყოვნებლივ ვეტერინართან მიჰყავს, როცა შეამჩნევს, რომ მისი ძაღლი თავს კარგად არ გრძნობს. რა თქმა უნდა ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რათა მომავალში თავიდან აიცილოს სხვადასხვა გართულება.

ცხოველს არ შეუძლია სიტყვით გადმოსცეს რა აწუხებს ან რა სტკივა, მაგრამ ჩვენი ბინადრის უჩვეულო ქცევებიდან გამომდინარე, იოლად შეგვიძლია მივხვდეთ, აქვს თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემა.

თავისი სხეულის მიმართ
ზედმეტი ყურადღება

Zooclub

ძაღლისთვის ნორმალურია, როდესაც ის ილოკავს ან კბილებით იქექავს სხეულის სხვადასვა ადგილს. თუმცა არ
არის ნორმალური, როდესაც სხეულის მხოლოდ ერთი და იმავე ადგილს იქექავს. თუ თქვენს ძაღლს შეამჩნიეთ მსგავსი რამ, რაც აქამდე არ შეგიმჩნევიათ, ეს შესაძლოა იმის იყოს ნიშანი, რომ თქვენს ბინადარს რაღაც აწუხებს და ამით იტანჯება. აუცილებელია, ფრთხილად დაუთვალიეროთ ის კერები, რომელსაც ის ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას. შინაური ცხოველები ყოველთვის უვლიან თავის ჭრილობას და პატარა ნაკაწრსაც კი ლოკვით "მკურნალობენ".

მძიმედ სუნთქვა

Zooclub

მძიმედ სუნთქვა სავსებით ნორმალურია ძაღლებისთვის ცხელ ზაფხულში ან როდესაც ისინი ბევრს დარბიან და თამაშობენ. თუმცა, როდესაც ზუსტად იცით, რომ თქვენი ბინადარი არც დაღლილია ამ დროს და არც ცხელი ამინდები აწუხებს, შესაძლოა მას რაღაც სტკიოდე. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მიმართოთ ვეტერინარს.

უმადობა

Zooclub

ძაღლები საკვებს არ ჭამენ, როდესაც შინაგანი დისკომფორტი აქვთ. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბინადარი საკვებზე უარს ამბობს, ეს შესაძლოა ბევრი საშიში დაავადების მიმანიშნებელი იყოს. ამიტომ დაუყოვნებლივ წაიყვანეთ თქვენი ოთხფეხა ბინადარი ვეტერინართან.

მორცხვობა, ან აგრესია

Zooclub

თუ შენიშნეთ, რომ თქვენი ძაღლი დროთა განმავლობაში ანტისოციალური ხდება – მას არ უნდა კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ეზოში სასეირნოთ არ მოგყვებათ, უარს აცხადებს თამაშზე და ა.შ. შესაძლოა მიზეზი, მისი დაავადება იყოს. როდესაც მოსაფერებლად მიუახლოვდებით, შესაძლოა ამ დროს აგრესიულიც გახდეს თქვენს მიმართ ან მოფერების დროს შეიძლება ცრემლები წამოუვიდეს და თავი გასწიოს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მიმართეთ ვეტექიმს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?